in

ნახეთ: კიტ ჰარინგისა და ჟან-მიშელ ბასკიას ნახატებით შექმნილი ბანქო

კიტ ჰარინგისა და ჟან-მიშელ ბასკიას მეგობრობის შესახებ მთელი სახელოვნებო სივრცეში აქტიურად საუბრობენ. ისინი ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ, რაც მათ შემოქმედებით საქმიანობაზეც აისახა — ან პირიქით, ერთნაირმა ხედვამ შეუწყო ამ სიახლოვეს ხელი. თავიანთი უნიკალური სტილით თანამედროვე ხელოვნების სამყარო გაარღვიეს და 1980-იანი წლების ნიუ-იორკის ასპარეზზე გამოვიდნენ. ახლა კი Theory11-ის დიზაინერები აღნიშნავენ ამ ორი საკულტო ხელოვანის შემოქმედებას სათამაშო ბანქოზე აცოცხლებენ.

BOG
BOG

თამამი მონასმები და მხიარული ადამიანის სილუეტები კიტის შთაგონებით შექმნილი ბანქოს მთავარი ელემენტებია. მისი ცოცხალი ფიგურები ყველა ბარათს განსაკუთრებულ ხალისს სძენს. ამის საპირისპიროდ, ბასკიას ინტერპრეტაციებით შემუშავებული ბანქო ხელოვანის ბნელ და მშფოთვარე ნეოექსპრესიონისტულ სტილზეა აგებული.

ბანქოს დასტასთან ერთად, Theory11-ის დიზაინერებმა ყუთებიც შესაბამისი დიზაინით შექმნეს.

როგორ დავწეროთ ბრენდისთვის კარგი CALL TO ACTION, ანუ მოწოდება მოქმედებისკენ

როგორ ვითხოვოთ უკუკავშირი, რომელიც ძალიან გვჭირდება