საკამათო აღარ არის, თბილისის კულტურული ცხოვრება ერთფეროვან ხასიათს რომ ატარებს. გამოფენები, მუსიკალური ფესტივალები და ზოგადად ელექტრონული მუსიკის სცენა, მრავალი წელია არასასურველი მიმართულებით, მოჩვენებითად ვითარდება.
ვითარებაში ჩაუხედავ ადამიანს სოციალურ ქსელში ყოველდღიურად ათამდე ღონისძიებაზე დასასწრები მოწვევის მიღებამ, შეიძლება ოპტიმისტური განწყობა შეუქმნას, თუმცა სიტუაციაში უკეთ გარკვევის შემდეგ გასაგები ხდება, რომ ჩვენს შემთხვევაში, რაოდენობის ზრდა ხარისხზე ნაკლებად მოქმედებს.
კონკრეტულად თუ დავაკვირდებით ქართულ საკლუბო კომუნას:
- •მთავარი პრობლემა თანმიმდევრული სტრატეგიის არ ქონაა, რომელიც განვითარებაზე იქნება ორიენტირებული. ვინაიდან არსებული მდგომარეობით ყველა კმაყოფილია, არ არსებობს მოტივაცია პროგრესისთვის ბრძოლისთვის, შესაბამისად მსგავსი მიდგომა მათი მხრიდან სრულიად ლოგიკურია.
- •ასევე, პრობლემაა მუდმივი ჩაკეტილობა, რომლისგანაც გათავისუფლებას და პროდუქტის უფრო ფართო აუდიტორიაზე გატანას ნაკლებად თუ ვინმე ცდილობს. ფაქტიურად, ყველა ღონისძიებებზე ერთი და იგივე ადამიანებს შეხვდებით, რომელთა შორის საკითხით დაინტერესება მხოლოდ ერთეულებში თუ არსებობს, რაც პირველ რიგში იმას მიგვანიშნებს, რომ კომუნიკაცია არასწორი მიმართულებით არის განხორციელებული,
- •გამოკვეთილი უარყოფითი მახასიათებელი, ელექტრონულ მუსიკაში თანამედროვე ტენდენციების მიმართ არსებული გაუცხოებაა. რამდენიმე მცირედი გამონაკლისის გარდა, თბილისური ვენიუები ვერ ახერხებენ დროსთან შესაბამისი ან თუნდაც მომავალში პერსპექტივის მქონე არტისტების დროულ წარმოჩენას და ადგილობრივი მსმენელისთვის მათ გაცნობას.
მსგავსი სიტუაციის ფონზე ჩნდება აუცილებელობა ალტერნატიული, ავთენტური და ჯანსაღი იდეის გამოჩენის.
სულ ახლახანს, ჯერ სოციალურ ქსელსა და შემდეგ თბილისის ქუჩებში მისტიურად გამოჩენილი მუზარადის ლოგო და მასთან ასოცირებული პროექტი BASSIANI, სწორედ მსგავს წამოწყებად შეგვიძლია მივიჩნიოთ.
ეს წამოწყება პერსპექტიული გამოდგება მაშინ, თუ მისი სამომავლო მიზანი იქნება თავი მოუყაროს ლოკალურ დონეზე არსებულ პროგრესირებად რესურს და მათი ერთობლივი ძალისხმევით შექმნას ისეთი კომპლექსური პროდუქტი, რომელიც გააჩენს შესაძლებლობას ახალი ადამიანები ჩართოს სხვადასხვა კულტურულ პროცესებში.
შემდგომში, განვითარებაზე ორიენტირებული სტრატეგიის დასახვა, აუდიტორიისთვის მუდმივად მრავალფეროვანი სიახლის შეთავაზება და მსგავსი მიდგომით დაინტერესების გაზრდა, ახალგაზრდა თაობას მისცემს საშუალებას უფრო ახლოს გაეცნოს თანამედროვე ხელოვნებას, განსაკუთრებით კი თანამედროვე მუსიკის მიმართულებით არსებულ ტენდენციებს და შემდეგ უკვე თავად გახდნენ ღირებული ინფორმაციის გამავრცელებლები – ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ბევრად უფრო კომპლექსური კულტურული სივრცის ჩამოყალიბებას, რაც ასე ძალიან ჭირდებათ როგორც დედაქალაქს, ასევე რეგიონს.
მაგრამ, პროგრესული იდეების საზოგადოებაში დასამკვიდრებლად, ახალი წამოწყებები არაფრის მომცემია თუ არ იქნება სიღრმისეული ხედვა და მუდმივი ბრძოლა, – ახალი შესაძლებლობებისთვის, შემეცნებისთვის, განვითარებისთვის.
“BASSIANI – ხელოვნებაში და მის მომიჯნავე სფეროებში არსებული კომპლექსური პრობლემების გამოძახილია, რომელთა ყოველდღიურმა იგნორირებამ ახალგაზრდა თაობაში თანამედროვე კულტურული ღირებულებებისგან სრული გაუცხოება გამოიწვია.
BASSIANI – ეს არ არის მხოლოდ ივენთების სერია, არც კლუბი, არც საგამოფენო სივრცე, ან კონკრეტული ადამიანთა ჯგუფი – ეს არის იდეა, რომელიც არა მხოლოდ გართობაზე, არამედ კულტურულ შემეცნებასა და განვითარებაზეც არის ორიენტირებული. უკომპრომისო და აქტიური მუშაობის შედეგად მას ავთენტურ სოციო-კულტურულ მოძრაობად ჩამოყალიბის პერსპექტივა აქვს, სადაც ჯანსაღი საზოგადოების მთავარი მამოძრავებელი ძალა პროფესიონალიზმი და იდეებისადმი ერთგულება იქნება”
BASSIANI – პირველ ნაბიჯებს თბილისის მუსიკალურ სივრცეში ოქტომბრის დასაწყისში გადადგამს, ალბათ უკვე ბევრმა თქვენგანმა შეამჩნია მათი აქტიურობა სოციალურ ქსელში. ელექტრონული მუსიკის თვალსაზრისით, 3 ოქტომბერი თამამად შეგვიძლია შევაფასოთ ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენად. მსმენელს საშუალება ეძლევა ერთი ღამის განმავლობაში 4 სხვადასხვა, თავისებურად უნიკალური ჟღერადობის მქონე არტისტის Live შესრულება Warehouse [Rike] -ში მოისმინოს.

პროექტი BASSIANI გახნის დღეს იწვევს შემდეგ არტისტებს:
■ KASSEM MOSSE //იგივე Gunnar Wendel, რომელსაც თანამედროვე ელექტრონული მუსიკის მსმენელისთვის წარდგენა არ ჭირდება. თავისი რეპუტაციით როგორც პროდიუსერი და ლაივ შემსრულებელი უკვე მე-8 წელია ანდერგრაუნდ სცენაზე ერთგვარ მისტიურ პიროვნებად რჩება. Workshop სერიებიდან მისი კომპლექსური რელიზი 2014 წელს გამოვიდა, აბსტრაქტული ჟღერადობის ტექნოსა და ჰაუსის სინთეზი პირველვე მოსმენისთანავე დაგამახსოვრდებათ და თქვენს ფლეილისტშიც შესაბამის ადგილს დაიკავებს.
■ ALIEN RAIN//გერმანელი პროდიუსერი, იგივე Milton Bradley დიდიხანია რაც ეისიდ ტექნოს მოყვარულთა თვალთახედვის არეში მოექცა, მისი ლაივ პერფორმანსები გამოირჩევა ღრმა ინდუსტიალ ჟღერადობითა და მონოტონური რიტმსექციით.
■ VRIL// ტექნო არტისტი ჰანოვერიდან, 2010 წლიდან მისი რელიზები სხვადასხვა ლეიბლებზე გამოიცემა. 2014-ში ჯერ DELSIN RECORDS-ზე შემოგვთავაზა EP, შემდეგ კი FORUM-ზე სადებიუტო ალბომი სახელწოდებით TORUS. მისი ბოლო ნამუშევარი გამოირჩევა რბილი ამბიენთ ჟღერადობით, რასაც კარგად აქვს შეთავსებული მძიმე ტექნოს რითმი.
■ KOBOSIL// ახალგაზრდა გერმანელი პროდიუსერ და დიჯეი OSTGUT TON-ის ოჯახის წევრია. მისი ჟღერადობა ორთოდოქსულ ბერლინ ტექნოს გამოხატავს და ამავდროულად ახალ გამოწვევებსაც პასუხობს, მძიმე ბასდრამი და დარქ ამბიენთ ფონი მისი ტრეკების მთავარი მახასიათებლებია.
■ 3SULI//თბილისური ტრიო, რომელმაც თავი ქართველ მსმენელს არაერთხელ დაამახსოვრა. მათი ტრეკები გაჟღენთილია მსუყე დაბით რასაც დინამიკას ღრმა ბასსგრუვი აძლევს.
■ KANCHELI// ერთ-ერთი გამორჩეული ადგილობრივი პროდიუსერი და დიჯეი.
ამასთანავე აღსაღნიშნავია შემდეგი, უკვე შემეცნებაზე ორიენტირებული მიდგომის მაგალითი: გახსნის დღესვე, BASSIANI ქართველ პროდიუსერებსა და DJ-ეებს, სფეროში მოღვაწე ადამიანებს ან უბრალოდ მსმენელს საშუალებას აძლევს დაესწროს Kassem Mosse მასტერკლასს, რომელიც 3 ოქტომბერს, 19 საათზე ჩატარდება.
თემები:
■ მუსიკალური ბექგრაუნდი, ახლანდელი პროექტები
■ პროდაქშენი, ჰარდვეარისა და სოფტვეარის (რომელსაც Kassem Mosse იყენებს) უპირატესობები, კონცეპტუალური მიდგომა, რჩევები დამწყები პროდუსერებისათვის.
■ კითხვები აუდიტორიისგან.
ვენიუს განათებას, ვიზუალურ მხარეს და ვიდეო პროექციას სტუდია Licht Pfad უზრუნველყოფს, კერძოდ, STANISLAV GLAZOV, რომელიც მუშაობდა ისეთ წარმატებულ ფესტივალზე, როგორიცაა Berlin Atonal, კლუბებში Monasterio, Arma 17 და სხვა.
ბილეთები გაყიდვაშია 16 სექტემბრიდან ლიტ.კაფეში (გამსახურდიას გამზირი N31) და კაფე ვარშავაში (პუშკინის 19), ასევე შესაძლებელი იქნება ბილეთების შეძენა ადგილზევე.
დამატებით ინფორმაცია პროექტის და მოახლოვებული ღონისძიების შესახებ იხილეთ:
Bassiani FB: http://goo.gl/juQ5JV
Event Page: http://goo.gl/hG6Ckl










