ყველა დიდ ბრენდს თავისი ისტორია აქვს. ისინი გამოწვევებით სავსე გზას გადიან და აყვარებენ მომხმარებელს თავს არამხოლოდ თავიანთი პროდუქციით, არამედ იმ მიდგომებით, რომლებსაც ისინი ამ პროდუქციის შესაქმნელად იყენებდნენ.
დღეს, ერთ-ერთ ასეთ ბრენდს, Basso-ს გაგაცნობთ, რომლის ისტორიაც 100 წელზე მეტს ითვლის და რომლის დაფუძნებაც საინტერესო ამბით, კერძოდ, ფელიჩე ბასოს მიერ სალერნოს მთების გადალახვით იწყება, საიდანაც მას ზეთის ხილი უნდა მოეტანა და სადაც ცხოვრების სიყვარულს, თავის მომავალ მეუღლეს შეხვდა.
იტალიური ბრენდი, რომელიც ზეითუნის ზეთის წარმოებით გახდა ცნობილი, ამჟამად თითქმის მთელ მსოფლიოშია წარმოდგენილი და მათ შორის საქართველოშიც შემოდის, რომლის შეძენა როგორც სხვადასხვა ქსელურ მარკეტში, ისე ონლაინ მაღაზიებშიც შეგიძლიათ.

კომპანიის მთავარი დამახასიათებელი ნიშანი მაღალი ხარისხი და თავისი ფესვების პატივისცემაა. 1904 წელს ფელიჩე ბასომ თავის მეუღლესთან ერთად დააფუძნა ეს საწარმო და მას შემდეგ, მთელი ცხოვრების განმავლობაში, ისინი ერთად ემსახურებოდნენ საუკეთესო პროდუქციის წარმოებას.

ზეთი, რომელსაც Basso Fedel & Figli Srl გვთავაზობს, მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანას მიეწოდება და 7 საწარმოო ხაზი აქვს. იგი სახეობების მრავალფეროვანი არჩევანითაა წარმოდგენილი – დღესდღეობით 20-ზე მეტ სახეობას უშვებს, რომელთაგანაც გამორჩეულია: Extra Virgin Olive Oil, Pure Olive Oil, Pomace, Sunflower, Corn , Grepeseed და სხვა. მათ შორის არის ისეთი ზეთებიც, რომლებიც სალათებისთვის, უმად უნდა იქნას გამოყენებული, ასეთია Extra Virgin Olive Oil, რომელიც რჩეული ზეთის ხილის საგულდაგულო დამუშავებით, მექანიკური დაწნეხვით მზადდება და არ შეიცავს ქიმიურ მინარევებს. ზოგი კი განკუთვნილია ისეთი პროდუქტებისთვის, რომლებიც უნდა შეიწვას და ისე მომზადდეს, ეს უკანასკნელია Pomace Olive Oil. აღსანიშნავია, რომ საწარმოო ციკლი პირველი ფაზიდან საბოლოო პროდუქტამდე ერთ ქარხანაში მიმდინარეობს. უმაღლესი ხარისხის შესანარჩუნებლად მინის ბოთლებიც აქ მზადდება.
„ბასოს” ნებისმიერი პროდუქტის დასამზადებლად უმაღლესი დონის ტექნიკა გამოიყენება. როგორც მწარმოებელი გვეუბნება, ის 100%-ით ნატურალურ პროდუქტებს ქმნის, რომლებიც გარდა იმისა, რომ ქიმიურ დანამატებს არ შეიცავს, სასარგებლო ვიტამინებითაა გაჯერებული, სწორედ ამიტომ იგი რეკომენდებულია ბავშვთა კვებაში გამოსაყენებლადაც.
„ბასო” საქართველოში უკვე სამი წელია, რაც ოპერირებს. გარდა იმისა, რომ ბრენდს ქართველი მომხმარებელი მაღაზიებისა და აფთიაქების თაროებიდან იცნობს, უნდა აღვნიშნოთ, რომ ის ცნობილი კულინარიული შოუს, „სამზარეულოს ომების” სპონსორიცაა, სადაც კულინარიული შედევრების შესაქმნელად, მონაწილეები სწორედ მის პროდუქტებს იყენებენ.

[R]










