in

„ბატა საქართველო“ 25 წლისაა

25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, „ბატა“ საიუბილეო კამპანას იწყებს, რომლის ფარგლებშიც მომხმარებელს უამრავ სიურპრიზს შესთავაზებს. 6 ოქტომბრიდან „ბატას“ ქსელში მისული მომხმარებელი 25%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებს მითითებულ კოლექციაზე.

 

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას სავაჭრო ცენტრ „გალერია თბილისში“ გაიხსნა „ბატას“ უახლესი კონცეფციის, რიგით მე-13 მაღაზია. აქ ისევე, როგორც ბატას ისტორიულ მაღაზიაში (ი.ჭავჭავაძის 11-ში), მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება „ბატას“ კოლექციასთან ერთად აღმოაჩინოს და შეიძინოს  მსოფლიოში ცნობილი სპორტული  ბრენდების – Nike, Adidas,Puma-ს ყველაზე მოთხოვნადი მოდელები,  რომლის ხარისხი და ღირებულება ბატას  ბრენდის საფასო პოლიტიკის შესაბამისია.

„ბატას“ პირველი მაღაზია კომპანია „აი სი არ“-მა თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზირზე, 1993 წელს გახსნა. ეს იყო პირველი საერთაშორისო ბრენდის ფრენჩაიზი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. დღესდღეობით, „ბატა“-ს საქართველოში 13 მაღაზია აქვს,  თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, ხოლო  ბრენდი მსოფლიო მასშტაბით 100-ზე მეტ ქვეყანაში, 5000 მაღაზიითაა წარმოდგენილი.

[R]

თორნიკე ნიკოლაიშვილი „გლობალ ბიერ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი გახდა

„გასაუბრება – ეს არის რეპუტაციის მენეჯმენტის პროცესი ადამიანური რესურსების მართვაში“ – თიკა ქერაშვილის #აზრები