შესაძლოა, აქამდე არ გიფიქრიათ, რომ დრამების დაკვრის კონსტრუქციულ რიტმსა და ორგანული მეურნეობის ბუნებრივ ციკლებს შორის რაიმე კავშირი არსებობდა, მაგრამ ახლა ამაში Baterista დაგარწმუნებთ. ესპანურიდან რომ ვთარგმნოთ, დრამერს ნიშნავს და გვარწმუნებენ, რომ განსაკუთრებული ღვინოა — ძალიან მცირე Shiraz-ის წარმოებით არის მიღებული Paxton-ის ბიოდინამიკური ვენახების 50 წლის ვაზებიდან, ველური ფერმენტაციით, რომლებიც მხოლოდ რამდენიმე კასრიდან შეარჩიეს და პრემიუმ ბოთლებში ჩამოასხეს.
Paxton Wines-ისა და The Killers-ის დრამერის რონი ვანუჩის პროექტია, რომელიც Byerlee Design-ს მიანდეს. შედეგად, მოგზაურობა ტიპოგრაფიით იწყება, რომლის შთაგონებას დრამზე ჯოხის დაკვრის შედეგად გამოწვეული ტალღები წარმოადგენს. სწორედ ამიტომ ვხედავთ ცენტრში არსებული დრამის გარშემო წრეებს, რომლებიც თითქოს ტალღისებურად მოძრაობს, ხმის ტალღებს, ზრდის რგოლებსა და ვენახების პულსს იმეორებს. დროის, მოძრაობისა და ჰარმონიის შესახებ ფიქრებსა და რწმენას აერთიანებს. ასე კი სურთ, პრემიუმ Shiraz-ის დალევა გამოცდილებად და საუბრების თემად აქციონ.


















