დღის განმავლობაში უამრავ შეტყობინებასა და ინფორმაციას ვიღებთ. ეს კი ტვირთავს ჩვენს გონებას, ძაბავს სხეულს. გამოსავლის სახით, აბაზანის ინვენტარის რეალიზატორმა კომპანია Bathstore-მა გამოუშვა რეკლამა, რომლის მთავარ გმირს მთელი სხეული თვითებით, შეტყობინებებით, ელექტრონული ფოსტის წერილებითა და სხვა ციფრული მასალებით აქვს მოხატული. კამპანია “ჩამოირეცხე” კანის გრან პრის მფლობელმა რეჟისორმა ჯარონ ალბერტინმა გადაიღო, ხოლო ქალის სხეული ხელით ჯილდოს მფლობელმა ბოდი-არტისტმა ემა კამაკმა მოხატა.