მართალია, გულშემატკივრებს უფრო დიდი ლოგო არ მოსწონთ, მაგრამ ფაქტი შემდეგია — DC Comics-მა Absolute Batman-ის სერიებისთვის ახალი ლოგო გამოუშვა. მათი სამყაროს ნაწილია, რომელიც სუპერ გმირებს გვაცნობს, იქნება ეს Superman თუ Wonder Woman, რომელთაც, თავის მხრივ, თამამი, შავი მართკურხა ფორმა ახასიათებთ, ღამურის მსგავსი ფრთები, ყურები და კუდიც აქვთ…
ახალი ვიზუალი პერსონაჟის კოსტიუმზეც ჩანს, რითაც მნიშვნელოვან გადახვევას გვთავაზობენ Dark Knight-ის დახვეწილი ვიზუალისგან:
Absolute Batman-ის დებიუტი სულ მალე 9 ოქტომბრისთვისაა დაგეგმილი და უფრო სიღრმისეულ სიუჟეტს გვპირდებიან. აქ არც მილიარდები და არც სასახლეები იქნება აქტუალური, ამის ნაცვლად, მკითხველი მუშათა კლასის გმირს შეხვდება, რომელიც ქუჩის საბრძოლო უნარებს ფლობს და იარაღს თავისივე ქალაქის დასაცავად იყენებს.
თუმცა, როგორც აღმოჩნდა, გულშემატკივრები უფრო დიდ ლოგოს კარგად სულაც არ შეხვდნენ, პეტიციაც კი გააკეთეს ამის საწინააღმდეგოდ… საპასუხოდ კი მხოლოდ ის მიიღეს, რომ „კომიქსებზე არანაირი იურისდიქცია ვრცელდება“. არც ძალიან სერიოზულად უყურებენ ამ საკითხს და ამბობენ, რომ ბეტმენის ლოგოს წინააღმდეგ გაკეთებული ყოველი საყვედური, პირიქით, უფრო და უფრო გაზრდის მას…