2016 წლის ერთ-ერთი მთავარი კინომოვლენა – BVS, რომლის შესახებაც კინო და კომიქსების მოყვარულებს შორის განხილვა აქტიურად მიმდინარეობს, შესაძლოა, კომერციულად არც ისე მომგებიანი აღმოჩნდეს, როგორც ვარაუდობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ პროდუსერები და ფანების გარკვეული ნაწილი აქტიურად საუბრობენ ფილმის უპირატესობებზე, ნოლანის ტრილოგიასთან შედარებით. შეძლებს BVS კომერციულად უფრო მომგებიანი იყოს, ვიდრე ნოლანის „ბნელი რაინდი“ ან „ბნელი რაინდის აღზევება“?
2016 წელი, განსაკუთრებით კონკურენტული აღმოჩნდა როგორც კინოსტუდიებს, ასევე კომიქსების ორ გიგანტს – Marvel და DC Comics-ს შორის. სეზონი Marvel-მა გახსნა, Deadpool-ით, რომლის მარკეტინგული კამპანიაც ისეთივე გიჟური და ექსცენტრიული იყო, როგორიც თავად სუპერგმირი. თუმცა, ფილმი ტრიუმფატორი ნამდვილად არ ყოფილა და ფანების მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასებები მოყვა. ახლა ჯერი DC Comics-ზეა. უნდა გავითვალისწინოთ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი – Marvel კინომოყვარულებს მაისში Captain America: Civil War-ს შესთავაზებს, რომლის პირველმა ოფიციალურმა თრეილერმა, ნამდვილი ფურორი მოახდინა. გარდა ამისა გასათვალისწინებელია, რომ წელს მაყურებელი განებივრებული იქნება სანახაობრივად მიმზიდველი უამრავი ფილმით. ამ ფონზე, რას სთავაზობს DC და WB სტუდია მაყურებელს და რა მეთოდებით ცადა მათი გულების დაპყრობა – აქტიური განხილვის საგანია.
და მაინც, რას გვთავაზობს DC იმაზე მეტს, რასაც სხვა ფილმებისგან მოველით. წინასწარი განწყობა ჯერ კიდევ თიზერის გამოსვლამდე იყო შექმნილი: ფანების მოლოდინი გიგანტური ბეთმენი, არნახული ვიზუალური ეფექტები და კომიქსების იდენტური სცენარი იყო და ახლაც ასეა. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ სიუჟეტი ფილმის ძლიერი მხარეა, ნოლანის ბეთმენისგან განსხვავებით.
ნამდვილად არ იქნება მართალი თუ ვიტვით, რომ ფილმის მარკეტინგული კამპანია სუსტი იყო, მაგრამ იყო თუ არა საკმარისად კარგი? ალბათ არა. კამპანია ძალიან ტკბილი ლუკმით დაიწყო, რომლის დახმარებითაც, ნებისმიერ მსურველს შეეძლო საქველმოქმედო საქმიანობაში მონაწილეობის მიღება(გადაერიცხა თანხა ქველმოქმედებისთვის), სანაცვლოდ კი მიეღო შანსი „ბეტმობილით“ ბენ აფლეკთან ერთად გასეირნებისთვის.
წარმატებული აღმოჩნდა ფილმის თანამშრომლობა “Turkish Airlines”-თან, რომელმაც განსაკუთრებული ეფექტი “Twitter”-ის მომხმარებელზე მოახდინა არაორდინალური იუმორისტული „ტვიტებით“.
ასევე დადებითი გამოხმაურება მოყვა NBA-ის ვარსკვლავის, დეანდრე ჯორდანის გასეირნებას „ბეტმობილით“, რითაც თავად ჯორდანმაც ისიამოვნა და ფანებსაც შეატყობინა „ბეთმენის“ დიდი ფანი ვარო.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პროდუსერებმა გადაწყვიტეს თიზერებში და თრეილერებში საკმაოდ ბევრი დეტალის გამჟღავნება, რაც ჯერ-ჯერობით სადაოა, კარგი აზრი იყო, თუ არა.
საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ DC გვთავაზობს კომიქსებთან მიახლოებული, ვიზუალური ეფექტებით სავსე ფილმს, ორი პოპულარული სუპერგმირის დაპირისპირებით. ფილმს საკმაოდ დიდი მოლოდინი აქვს, მაგრამ არც ისეთი მაღალი, როგორიც Captain America: Civil War-თან დაკავშირებით შექმნა Marvel-მა. მითუმეტეს, რომ ყველაზე ეფექტური თრეილერის გამოქვეყნება, BVS-ის პრემიერის წინა პერიოდს დაამთხვია და დიდწილად გაანელა მოლოდინი მის მიმართ. შეიძლება ითქვას, რომ Marvel ტაქტიკური სვლებით, დიდი ალბათობით შეძლებს, წელს აშკარა კომერციული უპირატესობა მოიპოვოს.
ავტორი: დავით გაბაძე