მართალია, ქრისტიან ბეილი, მაიკლ ქეინი და სხვები ბეტმენის ტრილოგიის წამყვან როლებში არიან, მაგრამ ფილმების უპირობო ვარსკვლავი მისი ბეტმობილია, მეტსახელად Tumbler. ეს ავტომობილი ისევე შთამბეჭდავი იყო, როგორც ნებისმიერი სხვა გაჯეტებით სავსე მანქანა, რომელსაც მოსასხამიანი რაინდი მართავდა თავისი ხანგრძლივი მოღვაწეობის განმავლობაში.
ახლა, პირველად, ადამიანებს, 2.99 მილიონ დოლარად შეუძლიათ შეიძინონ ბეტმობილის ოფიციალურად ნებადართული, მართვადი რეპლიკა პირდაპირ Warner Bros Discovery-ის გლობალური სამომხმარებლო პროდუქტების განყოფილებიდან და Relevance International-დან, რომელიც ექსპერიმენტული მარკეტინგის კომპანიაა. ეს კომპანიები ერთობლივად ქმნიან Wayne Enterprises Experience-ს, ექსკლუზიურ ონლაინ მაღაზიას, სადაც ისეთი ნივთები იყიდება, რომლებიც ბრუს უეინს შეიძლება გამოეყენებინა. მხოლოდ 10 Tumbler იქნება წარმოებული ამ გამოშვებისთვის, ასე რომ თუ დაინტერესებული ხართ მისი ან ნებისმიერი სხვა გაჯეტის, სატრანსპორტო საშუალების, სუნამოების, ტანსაცმლის, ხელოვნების ნიმუშის თუ სახლის შეძენით, გაეცანით გოთემის გმირით შთაგონებულ კოლექციას BruceWayneX.com-ზე.

„Tumbler მაყურებელმა Dark Knight ტრილოგიით გაიცნო. ეს იყო ტაქტიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც მყისიერად იქცა ბეტმენის კინემატოგრაფიული მითოლოგიის სიმბოლოდ,” – ამბობს რობერტ ობერშელპი, Warner Bros. Discovery-ის გლობალური სამომხმარებლო პროდუქტების ხელმძღვანელი. სიმბოლურია, რომ Tumbler-ის გაყიდვა ბეტმენის 85-წლიანი ისტორიის თავზე ხდება.
თითოეულ Tumbler-ს ააწყობს Action Vehicle Engineering, სამხრეთ კალიფორნიული ავტომობილების ფაბრიკაციის სახელოსნო, რომელიც სპეციალიზდება სპეციალური მანქანების კონცეპტუალიზაციასა და შექმნაში კინოს, ფილმებისა და ვიდეოთამაშების ინდუსტრიებისთვის. თითოეული მათგანი აგებული იქნება მაღალი სიმტკიცის ეგზოტიკური მასალებისგან, როგორიცაა საავიაციო ფოლადი, კევლარი და ნახშირბადის ბოჭკო. ასევე, აღჭურვილი იქნება 525 ცხენის ძალის მქონე 6.2-ლიტრიანი Chevrolet Performance ძრავით და ავტომატური გადაცემათა კოლოფით.
თითოეულ Tumbler-ს ასევე ექნება სპეციალური მახასიათებლები, შეკვეთით დამზადებული იმ პირებისთვის, რომლებიც მათ შეიძენენ. თითოეული თამბლერის ექსტერიერი იქნება ისეთივე, როგორც ეს იყო ტრილოგიაში, თუმცა ინტერიერი იქნება მორგებული თითოეული მფლობელის სპეციფიკაციებზე. თითოეული სატრანსპორტო საშუალების მძღოლის სავარძელი, საჭე, პედლები და სხვა დეტალები იქნება შექმნილი, კონკრეტულად, თითოეული მფლობელის ფიზიკურ ზომებისა და მოთხოვნების მიხედვით.

ეს სპეციალური სატრანსპორტო საშუალება მის მფლობელს ნამდვილი სუპერგმირის როლში ყოფნის სიამოვნებასა და შეგრძნებებს განაცდევინებს. მართალია, არ გირჩევთ ამ მშვენიერებით ბეტმენის მსგავსად, დანაშაულთან ბრძოლას, მაგრამ ეს არის ყველაზე მიახლოებული რამ ბეტმენის სატრანსპორტო საშუალებასთან, რაც კი შეგიძლიათ მიიღოთ.
წყარო: architecturaldigest










