in

„აქ, „ბატონებში“, ყველაფერი ხელით, დიდი ყურადღებითა და ენთუზიაზმით იქმნება“

წარმოიდგინეთ ცხელი პურის სურნელით გაჟღენთილი ქუჩა. ცხვირი თავისით რომ იწყებს ძებნას, საიდან გამოდის ეს თბილი არომატი. გეცნობათ? თბილისში, ილია ჭავჭავაძის #54-ში ჩავლისას, პურ-ფუნთუშეულის გემრიელ სუნს თუ მიჰყვებით, „ბატონების“ არტიზანულ საცხობამდე მიგიყვანთ. პურ-ფუნთუშეულის საგულდაგულოდ შერჩეული რეცეპტები ჯერ არნახული გემოების სამყაროში შეგიძღვებათ. ყოველი პროდუქტი ხელნაკეთია და შეფ ავთანდილ ცეცხლაძის ცხობის განსხვავებული ტექნოლოგიით მზადდება. არტიზანული ცხობა ერთ-ერთი ყველაზე ძველი ცხობის მეთოდია, რომელსაც „ბატონების“ გუნდმა ქართული გემოები შემატა და მომხმარებლებს კიდევ არაერთ ინოვაციას ჰპირდება. გამოგვყევით არტიზანული ცხობის სამყაროში.

M: გვიამბეთ, როგორ შეიქმნაბატონებიდა რა იყო მისი ჩამოყალიბების მთავარი მოტივაცია?

არტიზანული ცხობისა და მზადების კულტურა საკმაოდ გავრცელებულია საფრანგეთში, განსაკუთრებით პურ-ფუნთუშეულის მიმართულებით, ერთხელ მაინც თუ შეიგრძნობ, იმ საოცარ არომატს, რომელიც გამთენიისას საცხობების ირგვლივ დგას, ეს შთაბეჭდილება წარუშლელად რჩება მეხსიერებაში, „ბატონების“ ისტორიაც სწორედ ამ ზღაპრული გამოცდილებით იწყება.

მთავარი და ჩვენთვის ყველაზე ყურადსაღები ფაქტორი, რომელმაც კონცეფციის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა, არტიზანული ცხობის უბრალოება, სიმარტივე და ჯანსაღი მარტივი პროდუქტების ერთობლიობით შექმნილი უნიკალური და დასამახსოვრებელი გემოები გახლავთ.

უამრავი კონსულტაციის, კვლევისა და დაგემოვნების შედეგად, ჩვენმა მთავარმა შეფმა ავთანდილ ცეცხლაძემ, შეიმუშავა განსხვავებული რეცეპტები, რომლებიც გამორჩეულია საქართველოში არსებული და გავრცელებული სტანდარტიზებული პროდუქციიდან. აქ, „ბატონებში“, ყველაფერი ხელით, დიდი ყურადღებითა და ენთუზიაზმით იქმნება. სწორედ სიმარტივე, სიჯანსაღე და უნიკალური გემოები მიგვაჩნია ჩვენი არტიზანული საცხობის მთავარ ღირსებად.

მთავარი მოტივაციაც, სწორედ ამ უნიკალური, მარტივი და საინტერესო კულტურის ქართველი მომხმარებლისთვის გაცნობა და დამკვიდრებაა. ჩვენი მიზანია, მომხმარებელი შევაჩვიოთ უფრო მაღალ ხარისხს, საინტერესო, დასამახსოვრებელ და გამორჩეულად გემრიელ გემოებს.

M: რა გამოარჩევს პურის ცხობის არტიზანულ მიდგომას?

პურის ცხობის არტიზანული მეთოდი, საკმაოდ ხანგრძლივი, საინტერესო და შრომატევადი პროცესია. ამ პროცესში კი თითოეულ დეტალს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი პურები ბუნებრივ საფუარზე მზადდება. სწორედ ამ ბუნებრივ საფუარს ძველად პურის დედას და ხაშს ეძახდნენ. ჩვენი ბრენდისთვის საკმაოდ საამაყოა იმის აღნიშვნა, რომ ჩვენი მეთოდოლოგია ჩვენი წინაპრების მიერ კარგად გამოცდილი და საიმედოა. პურის დედა ნელმოქმედია, რადგან ბუნებრივია, შესაბამისად, მოზელილი ცომი პურის დედასთან ერთად, დაახლოებით 18 საათის მანძილზე ყოვნდება. ამ დროის განმავლობაში, პურის დედა ცომს ეხმარება გამოკვეთოს არსებული გემოები და გახსნას საჭირო ფერმენტები. სწორედ ამ პროცესების გავლის შემდეგ ვიღებთ პურის იმ იდეალურ გემოს, რომელსაც მომხმარებელი დახლზე ხედავს.

როდესაც ვსაუბრობთ რა გამოგვარჩევს სხვებისგან, ბევრ თვალსაჩინო ფაქტორებს შორის გამოვყოფთი ჩვენს წიპწის პურს, რომელიც ყურძნის წიპწის ფქვილისგან მზადდება. საქართველო და ღვინო განუყოფელია, ჩვენი ღვინის ისტორია 8000 წელს ითვლის. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს ხორბალი, რომელიც 5000 წელზე მეტია ჩვენი ისტორიის ნაწილია. ჩვენმა მთავარმა შეფმა ავთანდილ ცეცხლაძემ გადაწყვიტა მათი შერწყმით მიეღო პური, რომელიც მატარებელია არამარტო უნიკალური გემოს, არამედ ქართული ისტორიისა და კულტურის პატივისცემის ჩვენებური გამოძახილი და გამოხატულებაა.

M: რას მოიცავს „ბატონების“ პროდუქტების ნაირსახეობა?

„ბატონების“ დახლებზე დაგხვდებათ, როგორც ტრადიციული პურ-ფუნთუშეული, ნამცხვრები, სალათები და სენდვიჩები, ასევე ამ მიმართულებებში, ჩვენთვის დამახასიათებელი არტიზანული მეთოდით შექმნილი საინტერესო და გემრიელი ვარიაციები. მაგალითად, მოცვის  შესანიშნავი ბასკური ჩიზქეიქი, უგემრიელესი დარიჩინის ფუნთუშები ნიგვზითა და კარამელით, კრეპის ცომში მომზადებული უგემრიელესი ვრაპები და სხვა.

M: რას ნიშნავს „ბატონების“ გუნდისთვის საქმე, რომელსაც აკეთებთ?

გუნდის თითოეული წევრი ორიენტირებულია ჩვენი ბრენდის ზრდასა და განვითარებაზე. ყოველდღიურად ვხედავთ შედეგს, იმ ადამიანური რესურსის ინვესტიციის, რომელიც ბრენდის ჩამოყალიბებასა და ფორმულირებას ეთმობა. საქმე, რომელსაც ვაკეთებთ არასდროს არის მოსაწყენი და რუტინული, მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენი ყოველი წინგადადგმული ნაბიჯის შედეგად, მომხმარებელი უფრო და უფრო კმაყოფილი დარჩეს ჩვენი პროდუქტითა და მომსახურეობით.

M: როგორ ფიქრობთ, რა პერსპექტივა აქვს არტიზანულ ცხობას საქართველოში?

არტიზანული ცხობა ერთ-ერთი ყველაზე ძველი ცხობის მეთოდია, რომელიც დროთა განმავლობაში ადამიანური რესურსისა და ძალისხმევის დაზოგვის გამო ქარხნულმა, სტანდარტიზებულმა პროდუქტმა ჩაანაცვლა. ჩვენი მიზანია, ხალხს მივაწოდოთ არტიზანული მეთოდით დამზადებული პროდუქტი, რომლის გამო და ტექსტურა უფრო ჯანსაღი, გემრიელი და დასამახსოვრებელია. ვვარაუდობთ, რომ არტიზანული ცხობის შედეგად მიღებული პროდუქტი, დროთა განმავლობაში, მომხმარებლისთვის საყვარელი და შეუცვლელი გახდება.

M: რას გეგმავთ სამომავლოდ?

სექტემბრის ბოლოს, მომხმარებელი გიორგი ლეონიძის #12-ში „ბატონების“ არტიზანული რესტორნის დაგემოვნებას შეძლებს. ახლო მომავალში კი, თბილისის მასშტაბით, რამდენიმე „ბატონები ექსპრესს“ იხილავთ.

[R]

საყვარელი ზაზუნები ჰიპერ აგრესიულ მონსტრებად იქცნენ! — CRISPR-ის ექსპერიმენტი

საქართველოს ბანკი ფეხბურთის ფედერაციის გენერალური პარტნიორია