ბათუმის სანაპირო ზოლი, ტურისტული სეზონს, ადაპტირებული ინფრასტრუქტურით შეხვდა. როგორც „ბათუმის ბულვარის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი მაგდა ჯაიანი ამბობს, ზღვამდე მისასვლელი ხის ბილიკებით, ადაპტირებული საშხაპითა და გასახდელით სარგებლობა უკვე შესაძლებელია. უახლოეს დღეებში, სანაპირო ზოლზე, შშმ პირებისათვის ტივტივა ეტლებიც განთავსდება, რომელთა სარგებლობა უფასო იქნება.
„ მომავალ წელს, ახალი ბულვარის ადაპტირებაც იგეგმება. დღეს, კი „ბათუმის ბულვარის“ მიერ იჯარით გაცემულ სანაპირო ზოლზე, დამსვენებლებისათვის, განთავსებულია კომფორტული საპლაჟო ინფრასტრუქტურა“, – ამბობს მაგდა ჯაიანი.
სანაპირო ზოლის ადაპტირება „ბათუმის ბულვარმა“, დაახლოებით, 2 თვის წინ დაიწყო. ტურისტული სეზონი კი, კურორტზე, 15 ივნისს გაიხსნა.