in

ბათუმის ბულვარს, მალე, განაშენიანების გეგმა ექნება

ბათუმის ბულვარს, მალე, განაშენიანების გეგმა ექნება – მისი შემუშავებისთვის საჭირო კვლევის, ფუნქციური ზონირებისა და დენდროლოგიური საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე კონკურსი უკვე გამოცხადდა.

BOG
BOG

„განაშენიანების გეგმა მოიცავს ბულვარის სამომავლო განვითარების ხედვის შემუშავებას, ასევე, ძველი ბულვარის კონსერვაციას, ისტორიულად ჩამოყალიბებული იერსახის მაქსიმალურად შენარჩუნება – აღდგენას მნიშვნელოვანი ჩარევისა და ცვლილებების გარეშე, ბულვარის კულტურული მემკვიდრეობითი ღირებულებების დაცვასა და გაძლიერებას. პირველად თავისი ისტორიის მანძილზე, „ბათუმის ბულვარს“ განაშენიანების გეგმა ექნება“, – ამბობენ „ბათუმის ბულვარში“.

პროექტი სამ ნაწილს მოიცავს: კვლევით ნაწილს, განაშენიანების გეგმას და სახელმძღვანელო მითითებების (გაიდლაინების) ნაწილს. ელექტრონულ კონკურსზე წინადადებების წარდგენა 14 აგვისტოს დაიწყება და 19 აგვისტოს დასრულდება.

„პროექტის მიზანია შემუშავდეს ბათუმის ბულვარის რეაბილიტაციისა და განაშენიანების გეგმა მისი ლანდშაფტური, არქიტექტურული და მხატვრული ღირებულებების შენარჩუნებით და ხაზგასმით. უნდა შეიქმნას ადგილობრივ და საერთაშორისო დამსვენებელთა ყველა ჯგუფისათვის – ბავშვები, ახალგაზრდები, ხანდაზმულები, კომფორტული და უსაფრთხო რეკრეაციული გარემო შესაბამისი ფუნქციებითა და ზონებით“. 

ბათუმის ბულვარის წარმომადგენლების თქმით, განაშენიანების გეგმის ტექნიკური დავალების შემუშავებაში ჩართული იყო არასამთავრობო და სამთავრობო უწყებებისა თუ დარგის საუკეთესო სპეციალისტებით დაკომპლქტებული  კომისია.

„კონკურსის დასრულების შემდეგ,  საპროექტო დოკუმენტაციას,  ასევე, დარგის სპეციალისტებით დაკომპლექტებული მიმღები კომისია ჩაიბარებს“.

 

“წვეულების აქსესუარების საყიდლად სხვაგან სიარული არ მოგიწევთ” – მაღაზია MyDay

ნეირონული იმპლანტი უსინათლოების ტვინს ფოტოებს გაუგზავნის – მხედველობა თვალების გარეშე