2014 წლის მაისში ქ. ბათუმის თვითმართველობამ გამოცხადა ელექტრონული ტენდერი ქ. ბათუმის ბრენდის, ლოგოს, სლოგანის და ვებ-გვერდის კონცეფციის შექმნაზე, რომელშიც გაიმარჯვა საკონსულტაცია კომპანის „ეისითიმ“.
შეიქმნა ბათუმის ლოგოს სამი განსხვავებული ვერისია. ქ. ბათუმის თვითმართველობამ მეტი საჯაროობის, გამჭირვალობის და გახსნილობის მიზნით გადაწყვიტა, ბათუმის სამი შესაძლო ლოგო გამოიტანოს საჯარო განხილვაზე და გამარჯვებული გამოავლინოს ხმათა უმრავლესობის პრინციპის დაცვით. ხმის მიცემა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე – http://batumi.ge/poll/
ნახეთ სამივე ვერსია მარკეტერზე და გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება კომენტარებში:
ფრანი – ლოგო გამოხატავს ფერად “ოცნებას”. ის ბავშვობის მოგონება და განწყობაა. ასოცირდება ზღვასთან, ზღვის ნაპირთან და თავისუფლებასთან, რომელიც დასვენების ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია. რადგან ფრანი ფერადია, ის შემოქმედებითად განგვაწყობს. ლოგო, რომანტიკულ, საზღვაო განწყობას გვაძლევს. ფერები: ცისფერი: აღიქმება როგორც საიმედო, სანდო, უსაფრთხო, გონივრული და პასუხიმგებლობის მქონე. ასოცირდება ცასთან და წყალთან.
ფრთები – ფრთები, რომელსაც სახეები აქვს, ასახავს ბათუმის თავისუფლებისა და სილაღის კონცეფციას. სიმბოლო შემოქმედებისკენაც მიგვითითებს. მაგრამ მისი მთავარი და ძირითადი არსი ერთია: ეს არის ქალაქი, სადაც ადამიანებს “ფრთები ესხმებათ”, სადაც ადამიანები “დაფრინავენ” და “თავისუფლდებიან”. ლოგოს თავსუფლებასთან ერთად, აქვს რომანტიკული აქცენტებიც. ფრთები – სამოთხის ერთ-ერთი ატრიბუტია. ფერები: ცისფერი: აღიქმება როგორც საიმედო, სანდო, უსაფრთხო, გონივრული და პასუხიმგებლობის მქონე. ასოცირდება ცასთან და წყალთან.
აბსტრაქცია – ეს არის ბათუმის სიმბოლო, რომელშიც გაერთიანებულია: მბრუნავი მზე – (1!)როგორც ბათუმელების გულღიობის, სითბოსა და სიყვარულის სიმბოლო; (2)- როგორც მომავლის, დინამიური, მსოფლიო მნიშნვნელობის ქალაქის სიმბოლო; (3) ბრუნვა, როგორც მუდმივობისა და დინამიკის, დაუსრულებელი პოზიტივის სიმბოლო; ფოერვერკი -რომელიც მიგვანიშნებს, რომ ამ ქალაქში ადამიანებს არაჩვეულებრივი შინაგანი განწყობა ეუფლებათ და ემოციების ღიად, თავისუფლად ფოერვერკივით გამოხატვენ; უკავშირდება დღესასწაულს, ბათუმში გატარებული ყოველი დღე დღესასწაულია. ვარსკვლავები – როგორც ყველაზე მაღალი “ხარისხის სიმბოლო” (ათიათასვარსკვლავიანი ქალაქი;) ბაბუაწვერა – რომელიც უკავშირდება დასვენებას, სიმსუბუქეს, სურვილების ასრულებას და ამასთანავე აქვს ოდნავ რომანტიკული აქცენტი. ფერები: ყვითელი: ასოცირდება მზესთან, უკავშირდება იმედს და ოპტიმიზმს. ყვითელი ახდენს კრეატივისა და ენერგიის სტიმულირებას. ფერის კოდი: კრეატიულობა, სიმსუბუქე, სითბო, მოტივაცია, პოზიტივი. ნარინჯისფერი: არის სიცოცხლითსავსე, აღვიძებს სხვადასხვა შეგრძნებებს. ასოცირდება სიცოცხლისუნარია