in

ფეხბურთის დღესასწაული ბათუმში – საჩემპიონო სვლა, ფანების პერფორმანსი

საქართველოს 2021 წლის ჩემპიონებმა ზეიმი ბათუმის ქუჩებში გააგრძელეს

საქართველოს 2021 წლის ჩემპიონმა დინამო ბათუმმა მიღწეული წარმატება ზღვისპირა ქალაქის მთავარ გამზირზე, თავის გულშემატკივრებთან ერთად იზეიმა! ისტორიაში პირველი საჩემპიონო ფარის მოპოვების შემდეგ, 4 დეკემბერს, გია გეგუჩაძის გუნდმა ბათუმში, რუსთაველის გამზირზე საჩემპიონო მსვლელობა გამართა.

მსვლელობის ეპიცენტრი ბათუმში წმ. ბარბარეს ეკლესიიდან დრამატულ თეატრამდე მონაკვეთი იყო. ავტობუსმა, რომლის სახურავზე დინამოელების საჩემპიონო ფარითა და ოქროს მედლებით იმყოფებოდნენ, გზა გულშემატკივრების ოვაციების თანხლებით განვლო. საკლუბო ატრიბუტიკით და მაშხალებით შეირაღებულმა პირატებმა ჩემპიონებს მორიგი პერფორმანსი მოუწყვეს.

მსვლელობა ბათუმის ბულვარის კოლონადებთან დასრულდა, სადაც ზეიმი გალა კონცერტით გაგრძელდა.

დინამო ბათუმმა საქართველოს ჩემპიონობა ისტორიაში პირველად მოიპოვა და და მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. გია გეგუჩაძის გუნდმა ეროვნული ლიგის სეზონი 75 ქულით დაასრულა, ბოლო მატჩში კი თავის საშინაო არენაზე გორის დილასთან ფრედ (2:2) ჩაატარა, რომლის დასრულების შემდეგ საზეიმო ვითარებაში საჩემპიონო ფარი და ოქროს მედლებიჩაიბარა.

[R]

4 დეკემბერს მზის სრული დაბნელებაა — როდის და როგორ ვუყუროთ მას?

პირველად საქართველოში, საქართველოს ბანკი „DriveWealth“- თან და Galt & Taggart-თან ერთად რეგიონის მასშტაბით ახალ საინვესტიციო პროდუქტს ნერგავს