9
Jun
2019

ბათუმმა მსოფლიო ტურისტული ჯილდო მოიპოვა

9 Jun 2019

ბათუმი  “World Travel Awards”-ის ჯილდოს გამარჯვებულია. ქალაქს, მთავარი პრიზი, მზარდი ტურისტული მიმართულების ნომინაციაში გადაეცა.

,,ვულოცავ ბათუმს ამ პრესტიჟული ჯილდოს მოპოვებას. ესა არის კიდევ ერთი ახალი ეტაპი ჩვენი ქალაქისთვის და ხელს შეუწყობს როგორც ეკონომიკის განვითარებას, ისე ყველა ქართული ოჯახის უკეთეს ხვალინდელ დღეს,” – ამბობს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.

მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე ბათუმის კონკურენტებს შორის იყო ქალაქები: სოფია (ბულგარეთი), მატერა (იტალია), ბაქო (აზერბაიჯანი), ლუბლიანა (სლოვაკეთი) და კუტნა ჰორა (ჩეხეთი).

ჯილდო ბათუმის გარდა, ევროპის წამყვანი საზღვაო მიმართულებისთვის მიიღო ალგარვემ (პორტუგალია), ფესტივალებისა და ღონისძიებების წამყვანი მიმართულებისთვის გლაზგომ (შოტლანდია), ევროპის წამყვანი ტურისტული მიმართულებისთვის პორტუგალიამ. ღონისძიებაზე ასევე დააჯილდოვეს საუკეთესო სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ავიაკომპანიები და ტურისტული ატრაქციები.

,,ჩვენი სტრატეგია ძალიან დიდი ხანი მოდიოდა აქეთკენ. ვულოცავ მთელ ქვეყანას, კუთხესა და ქალაქს ამ უმნიშვნელოვანეს გამარჯვებასა და აღიარებას. დღეს, გვაქვს ყველაზე სწრაფად მზარდი ევროპული მიმართულება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი განვითარებისა და ეკონომიკისთვის. ეს ყველა იმ ადამიანის გამარჯვებაა, ვინც არ დაიზარა და ხმა მისცა ბათუმს,“ ამბობს სულხან ღლონტი, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე.

“World Travel Award 2019”-ის გამარჯვებული 8 ივნისს, პორტუგალიის  ქალაქ ფუნჩალში დაასახელეს.

 

განხილვა