24
Dec
2014

ბათუმის უკანასკნელი ლოგო პლაგიატის გამო არ დამტკიცდება! – ალექსანდრე თევზაძე

24 Dec 2014

ბათუმის ლოგოს შესარჩევი კომისიის წევრმა ალექსანდრე თევზაძემ საგანგებო განცხადება გააკეთა. მისი თქმით, 5 დღეში გაირკვევა, რომელი ესკიზი იქნება ბათუმის ახალი ლოგო, რადგან, მისივე განცხადებით, აღმოჩნდა რომ გუშინ შერჩეული ლოგო პლაგიატია და იგი რამდენიმე კომპანიის სიმბოლოდ უკვე გამოიყენება. ამ დროისთვის ესკიზის ავთენტობისა და საავტორო უფლებების დადგენა მიმდინარეობს, რის შემდეგადაც შესაბამისი ღონისძიებები გატარდება.

 

წყარო: Ajaratv

განხილვა