in

ბათუმის ცენტრში “მაკდონალდსის” კიდევ ერთი რესტორანი გაიხსნა

“თანამედროვე გარემო, განსხვავებული ინტერიერი და მაღალი დონის მომსახურება”, – ასე ახასიათებენ ბათუმის ახალ “მაკდონალდსს”, რომელიც ევროპის მოედანზე გაიხსნა და იმასაც ამბობენ, რომ რესტორანი მომხმარებლების საყვარელ ადგილად იქცა.

BOG
BOG

ახალი “მაკდონალდსო” ორ სართულზეა განლაგებული, სტუმრებისთვის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი კი გარე ტერასაა, სადაც მომხმარებელს საშუალება აქვს დაისვენოს და მიირთვას ღია ცის ქვეშ. აღსანიშნავია, რომ რესტორანში დანერგილია ყველა ინოვაციური მომსახურება, რომელიც მოიაზრებს ახალი ტექნოლოგიებისა და სტუმრების მომსახურების კიდევ უფრო მარტივ  და დახვეწილ მოდელს. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ როგორც შესაკვეთი კიოსკის აპარატით, ასევე ადგილზე მომსახურების სერვისით, რომელიც გულისხმობს შეკვეთის სასურველ მაგიდასთან მიღებას, ამისთვის კი მხოლოდ შესაკვეთ კიოსკზე შესაბამისი ოფციის მონიშვნა და ნომრის აღებაა საჭირო. რესტორანში მოსულ მომხმარებლებს, სტუმართმოყვარეობის ლიდერი დახვდება, რომელიც უფრო კომფორტულს და სასიამოვნო ხდის სტუმრობას.

ბათუმის „მაკდონალდსის“ რიგით მეორე რესტორნის პროექტი შესრულებულია ავსტრიულ კომპანია Schloffer-ის მიერ, მშენებლობისთვის გამოყენებულია ეკოლოგიურად სუფთა, 100%-ით ბუნებრივი სამშენებლო მასალები, რომლებიც სრულად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს. რესტორნის ინფრასტრუქტურა სრულად მორგებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირებზე. “მაკდონალდსში” უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საკვების შენახვისა და მომზადების საერთაშორისო სტანდარტების დაცვას, რესტორანი აღჭურვილია შვეიცარიული კომპანია Franke-ის დანადგარებით.

ბათუმის მეორე „მაკდონალდსის“ ინვესტიცია ჯამურად  8 280 000 ლარს შეადგენს. დღეისთვის, “მაკდონალდსის” ქსელში საქართველოს მასშტაბით 1000-მდე ახალგაზრდაა დასაქმებული, რომელთა საშუალო ასაკი 20-22 წელია. კომპანიის მიერ, გახსნის დღიდან, საქართველოს ბიუჯეტში შენატანები 75,690,517  ლარს შეადგენს.

„მაკდონალდსი“ რესტორნების გლობალური ქსელია, რომელიც მსოფლიოს 119 ქვეყანაში ოპერირებს და ყოველდღიურად, დაახლოებით, 68 მილიონ ადამიანს ემსახურება. საქართველოში „მაკდონალდსის“ პირველი რესტორანი 1999 წლის 5 თებერვალს გაიხსნა და მას შემდეგ, გეგმაზომიერად ფართოვდება სხვადასხვა რეგიონში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და რუსთავში, რაც მთლიანობაში 14 ობიექტს მოიცავს.

[R]

მიზეზები არ ილევა! – Samsung-ის მორიგი თავდასხმა Apple-ზე

როგორ გამოვიმუშაოთ იდეები ძილის პროცესში – არაცნობიერთან კონტაქტის ტექნიკა ფსიქოლოგიის დოქტორისგან