“ეს ბათუმია – შეხვედრების ქალაქი, ქალაქი, რომელიც ქმნის შთაბეჭდილებებსა და მოგონებებს” – ამ გზავნილით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა საიმიჯო ვიდეორგოლი გამოუშვა. ვიდეორგოლზე სააგენტო RedPoint-მა იმუშავა. ვიდეორგოლი სამ ენაზე მომზადდა. სააგენტოს თქმით, ვიდეორგოლის მთავარი მიზანი იყო, წარმოეჩინათ ბათუმი როგორც საზღვაო საკურორტო ქალაქი, ზღვა შესაძლებლობით და აქტივობით, რომელიც ქმნის შთაბეჭდილებებსა და მოგონებებს, სადაც ყოველ ახალ შეხვედრას ახალი ემოცია მოაქვს.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/redpoint.ge/videos/2415821938698281/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]
RedPoint: “ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, აჩვენო შენი ქალაქი პოტენციურ ვიზიტორს და ამავდროულად, ემოცია უნდა იგრძნოს საქართველოს თითოეულმა მცხოვრებმაც, ვისაც ბათუმი უყვარს და კარგად იცნობს მას. ყოველ პროექტს სწორედ ამ კუთხით ვუდგებით, უნდა იგრძნოს ყველამ. კლიპის „ბათუმი – შეხვედრების ქალაქი“ გადაღებას თვეზე მეტი დრო დასჭირდა. ბევრი ლოკაცია გამოვიყენეთ, თითოეული სცენისთვის სპეციალურად შეირჩა მონაწილეები. ვიდეორგოლში 48 პერსონაჟი გადავიღეთ. ქასთინგსაც საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა. მოკლედ, მაქსიმალურად შევეცადეთ ემოციების მრავლფეროვნება გვეჩვენებინა, ემოციები, რომელსაც ბათუმი აღძრავს ადამიანებში.
ტურიზმის დეპარტამენტის დაკვეთით, ბათუმის პოპულარიზებისთვის ამ დრომდეც არაერთი პროექტი განვახორციელეთ. კონკრეტულად: “I’m Batumi”, “Green Ajara” და ასევე, “ბათუმი ჩემი ბედია”, რომლის სიმღერაც ნიაზ დიასამიძემ სპეციალურად ბათუმისთვის შექმნა. ჩვენ მიერ გადაღებული ეს სარეკლამო რგოლები გადიოდა ისეთ საერთაშორისო არხებზე, როგორიცაა: euronews, BBC, CNN, Deuchewelle.”