ბათუმს, ყოველწლიურად, უამრავი ტურისტი სტუმრობს. თუმცა, ქათქათა ბათუმში, შესანიშნავი პლაჟის გარდა, კიდევ უამრავი გასართობია, რომელმაც შენი ყურადღება შეიძლება მიიპყროს და შთაბეჭდილებებით აგავსოს.
თევზის ბაზარი
ბათუმში ერთ-ერთი პოპულარული ადგილია თევზის მოყვარულებისთვის. აქ ორშაბათობით შედარებით სიხალვათეა, პარასკევს და კვირის დასვენების დღეებში კი აქაურობა ადგილობრივებით და დამსვენებლებით ივსება. თევზის ბაზარში ზღვის პროდუქტების სრული მრავალფეროვნებაა წარმოდგენილი, მიდიების და კიბორჩხალების ჩათვლით. აქ შეხვდებით როგორც აკვარიუმის, ისე შავ ზღვაში დაჭერილ თევზს და რაც ყველაზე მთავარია, ყველაფერი ახალია. ამასთანავე, შეძენილი პროდუქტი შეგიძლიათ, ადგილზე მოამზადებინოთ და იქვე რომელიმე რესტორანში, ზღვის პირას მიირთვათ.
სქროლი
ბათუმისთვის „ახალი ხილია“ და ის ქალაქში მობილობის გასაზრდელად არის განკუთვნილი. ზაფხულში ბათუმში არანაკლებ გადატვირთულია, ვიდრე თბილისში, ელექტროსკუტერი კი საშუალებას მოგცემს, ამ შესანიშნავ ქალაქში სწრაფად გადაადგილდე და სეირნობით სიამოვნებაც მიიღო. სქროლის გააქტიურება სმარტფონში ჩაწერილი შესაბამისი აპლიკაციით შეგიძლია. რთავ კამერას, ასკანერებ QR კოდს, აჭერ „ანლოქს“ და გადაადგილების სწრაფი და მარტივი საშუალება შენია.
ველოსიპედი ბულვარში
თუ ახალ სქროლს, გამოცდილი და საიმედო ტრანსპორტი გირჩევნია, ბათუმი ველოსიპედსაც გთავაზობს. ბულვარში ველოსიპედით სეირნობა, განსაკუთრებით საღამოს საათებში, მართლაც დიდი სიამოვნებაა. როგორც ძველ, ისე ახალ ბულვარს გამორჩეული ხიბლი აქვს, ბულვარის ძველი ნაწილიდან ქალაქის უმშვენიერესი ნაწილი ჩანს, ხოლო ახალ ნაწილში ბევრად თავისუფალია საველოსიპედე ბილიკი, ზღვის ხედს კი არაფერი უშლის ხელს და ბილიკის ფაქტურაც განსხვავებულია.
საბაგირო გზა
ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი საშუალებაა ბათუმში, ქალაქის ხედებით დასატკბობად. საბაგიროზე დაჯდომა გოგებაშვილის ქუჩიდან შეგიძლია, შემდეგ კი ის ქალაქის თავზე მისეირნობს და ფერიას მთისკენ მიემართება. ფერიას მთიდან იშლება შესანიშნავი ხედი ბათუმზე და მის სანაპიროზე.
„ბერეგი“
იგივე რესტორანი სანაპირო ბათუმის ერთ-ერთი ყველაზე ავთენტური და ნამდვილად ბათუმური ადგილია. აქ შეგიძლია, ზღვის სანაპიროზე მიირთვა აჭარული, დალიო უგემრიელესი ბათუმური ყავა, დააკვირდე ზღვაში მედუზებს და თუ დილით მიხვალ პორტში გემების შემოსვლის ყურებითაც დატკბე. თუ ნამდვილი ბათუმის ნახვა გინდა ძირძველი ბათუმელების გარემოცვაში, მაშინ ეს ადგილი შენთვის არის.
მთაში, ბარში თუ ზღვაზე, მთელი საქართველოს მასშტაბით, შეგიძლია მარტივად ნახო საშენო დასასვენებელი სახლი rent.myhome.ge-ზე. ახალი პლატფორმის მეშვეობით, „ონლაინ“ დაჯავშნი შენთვის სასურველ ნებისმიერი ტიპის ქონებას, ეს იქნება ბინა, სახლი სასტუმრო თუ კოტეჯი და ვებგვერდიდან გაუსვლელად მიიღებ ინფორმაციას სხვა დამატებითი სერვისების შესახებ. Visa-ს ბარათით დაჯავშნისას კი გადახდილი თანხის 20% ანგარიშზე დაგიბრუნდება.
[პარტნიორის კონტენტი]