in

როგორ აითვისებს პროექტი „ბათუმი რივიერა“ 6 ჰექტარ ტერიტორიას – გენერელური გეგმის პრეზენტაცია

20 სექტემბერს, ბათუმში, სასტუმრო „რადისონ ბლუში“, „ბათუმი რივიერას“ გენერელური გეგმის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის განხორციელების ეტაპებთან, სპეციფიკასა თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებული დეტალები მედიის წარმომადგენლებს პროექტის დირექტორმა – გოგა კაპანაძემ გააცნო. აღსანიშნავია, რომ „ბათუმი რივიერას“ გეგმარებაზე არქიტექტურული დიზაინისა და გეგმარების მიმართულებით წამყვანი საერთაშორისო კომპანია – „ჩეპმენ ტეილორი“ მუშაობს, მრავალფუნქციური პროექტის ფარგლებში კი, ძირითადი აქცენტი გამწვანებაზე კეთდება.

 

პროექტი „ბათუმი რივიერა“ 6 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს. იგი 4 ფაზისგან შედგება და საერთო ჯამში, მთლიანი ინვესტიცია, წინასწარი გათვლებით, მინიმუმ 350 მილიონ აშშ დოლარს მიაღწევს. ამჟამად, იწყება პირველი ფაზის განხორციელება, რომლის ჯამური ღირებულება 65 მილიონი აშშ დოლარია და მოიცავს „სილქ თაუერის“, იახტ კლუბის, ხელოვნური ტბისა და დამატებით, 2 ჰექტარზე სალანდშაფტო-სარეკრეაციო პარკის განვითარებას. აღნიშნული პარკი რჩება სახელმწიფო საკუთრებაში, როგორც ბათუმის ბულვარის განუყოფელი ნაწილი. აჭარის მთავრობასთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ტერიტორიას მიენიჭება ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის სტატუსი, რაც იმას ნიშნავს, რომ პარკის ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობები არ განთავსდება. პარკი ერთიანი ლადშაფტური კონცეფციის ნაწილი იქნება, რომლის განვითარებაზეც, აჭარის მთავრობასთან შეთანხმებით, „ჩეპმენ ტეილორი“ იმუშავებს.

„ბათუმი რივიერას“ პროექტი „სილქ როუდ ჯგუფის“ მიერ ხორციელდება და მისი მხარდამჭერია „თანაინვესტირების ფონდი“. პროექტის კიდევ ერთი პარტნიორი კომპანია „ბათუმის იახტ კლუბია“, რომელიც იახტ კლუბის მართვის ვალდებულებას, მინიმუმ, 20 წლის ვადით იღებს. საწყის ეტაპზე, იახტ კლუბში 3 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება იგეგმება, რომელსაც „ბათუმის იახტ კლუბი“ და „სილქ როუდ ჯგუფი“ თანაბრად გაინაწილებენ.

გოგა კაპანაძის თქმით, პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები 2018 წლის ბოლომდე დასრულდება, რის შემდეგაც, უშუალოდ, სამშენებლო ეტაპი დაიწყება.

“რა მნიშვნელობა აქვს სად დაიბადე?” – კევინ დე ლეონის ემოციური კამპანია

„აქედან ვერ ამოშლი“, ანუ როგორ დავიმახსოვროთ ის, რისი დავიწყებაც არ გვინდა