უკვე მესამე წელია აჭარის ფრენბურთის ფედერაცია, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის სპორტის დეპარტამენტის მხარდაჭერით სანაპირო ფრენბურთის ჩემპიონატს მასპინძლობს.
წელს პირველად ლისინ ივენთის და ბათუმის ფესტივალის მხარდაჭერით უკვე საერთაშორისო ჩემპიონატის სტატუსით უმასპინძლებს სპორტსმენებს.
5 სექტემბრიდან 10 სექტემბრამდე ზღვისპირა ქალაქი ორ ჩემპიონატს „ოქროს ბურთი“ და „კორტის მეფე“ აანონსებს. ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი ასევე უცხო ქვეყნის სპორტსმენებიც.
ლისინ ივენთი და ბათუმის ფესტივალი ყოველთვის მზად არის მხარი დაუჭიროს მსგავს აქტივობებს, რაც ჩვენი რეგიონის ტურისტული ბაზრის ზრდას ხელს შეუწყობს, ამასთან ერთად ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია ლისინ ივენთის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
„ვფიქრობთ, რომ ჩვენი ხელშეწყობით კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება ეს ტურნირი, სპორტული ტურიზმის განვითარება კი ბევრად უფრო მიმზიდველს გახდის აჭარას ტურისტებისთვის. სანაპირო ფრენბურთი ისე არაფერს უხდება როგორც ბათუმს.
ლისინ ივენთის და ბათუმის ფესტივალის მხარდაჭერით გამარჯვებულებს სოლიდური ფულადი პრიზები გადაეცემათ რაც ვფიქრობთ კიდევ უფრო წამახალისებელი იქნება მათთვის.
იმედი გვაქვს ჩემპიონატი საერთაშორისო სტატუსით ტრადიციულ სახეს მიიღებს და ჩვენ ყოველთვის ვიქნებით მსგავსი აქტივობების მხარდამჭერი.
თამაშებზე დასწრება თავისუფალია და ველოდებით ყველას, აღსანიშნავია, რომ ორივე ტურნირი შოუს ელემენტებს შეიცავს რაც კიდევ უფრო სანახაობრივს და საინტერესოს გახდის მაყურებელთათვის.“ – ნანუკა გორგილაძე კომპანია ლისინ ივენთის და ბათუმის ფესტივალის ღონისძიებების ორგანიზატორი.
„ორივე ტურნირი უკვე ტრადიციულ სახეს ატარებს და წლიდან წლამდე ვცდილობთ ამ ღონისძიებების დონის ამაღლებას და გეოგრაფიის გაზრდას. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სწორედ ბათუმში ჩავატარეთ, განსხვავებული ფორმატის ტურნირი, „კორტის მეფე” საქართველოში პირველებმა და 2021 წლიდან ამ ტურნირის მიმართ ინტერესი სულ უფრო და უფრო მატულობს.
წელს პირველად გენერალური სპონსორის მხარდაჭერით მოვახერხეთ ტურნირისათვის საერთაშორისო სტატუსის მინიჭება, რაც ძალიან გვახარებს. აჭარის ფრენბურთის ფედერაცია პირველ რიგში მნიშვნელობას ანიჭებს ჩვენს რეგიონში ამ ულამაზესი სპორტის სახეობის განვითარებას და ადგილობრივი მოთამაშეების ჩართულობას. პირველივე წლიდან ზემოთხსენებულ ტურნირებში საკმაოდ წარმატებულად მონაწილეობენ ბათუმელი წყვილები და იმედი გვაქვს, რომ ეს წელიც ანალოგიური იქნება.
ვიმედოვნებთ, რომ „ოქროს ბურთი” და „კორტის მეფე” განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს 2023 წლის ბათუმის სპორტული ღონისძიებების კალენდარში და განსხვავებული და სანახაობრივი მატჩებით ბათუმის ფესტივალის ღირსეული ნაწილი იქნება.“
[პარტნიორის კონტენტი]