in

ამიერკავკასიის ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ფესტივალის BATUMI SUMMER SET FEST 2013–ის დახურვა თბილისში!!!

batumi summer set fest 2013

BOG
BOG

ამიერკავკავიის ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ფესტივალის BATUMI SUMMER SET 2013 ბოლო, დახურვის დღე 20 სექტემბერს ლისის ტბის სიახლოვეს, ყოფილი ქარხნის ტერიტორიაზე (ფერმწერთა ქუჩის 103) გაიმართება.

ძლიერი შტორმული ქარის, წვიმისა და ფორსმაჟორული სიტუაციის გამო გადადებული ფესტივალის ბოლო დღე, ორგანიზატორების ინიციატივით, თბილისში შედგება. ივენთზე ქართველი არტისტები VAKO KEY & VAKO T; MAO & THE MINS; GIO SHENGELIA & SIKHA და რა თქმა უნდა   FAITHLESS  მელომანების წინაშე წარდგებიან.

ფესტივალის ორგანიზატორი კომპანია „მთვრალი ალუბალი“ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ფესტივალი, ინფრასტრუქტურის მხრივ მზად იყო წვიმისთვის, რაც ფესტივალზე მოსულმა სტუმრებმა თავადაც ნახეს. თუმცა 24 აგვისტოს მომხდარი ინციდენტი ფორსმაჟორი იყო. საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტი დოკუმენტურად ადასტურებს, რომ ფესტივალის ტერიტორიაზე იყო ძლიერი წვიმა და შტორმული ქარი იმისთვის, რომ ფესტივალი შემდგარიყო, ორგანიზატორებმა ის თბილისში გადმოიტანეს. BATUMI SUMMER SET 2013 -ის მთავარი ჰედლაინერი, ჯგუფი FAITHLESS  დაგვთანხმდა ხელმეორედ ჩამოვიდეს საქართველოში.

ბილეთის ფასი უცვლელია: ივენთზე დასწრება თბილისში 35 ლარი ღირს. ბილეთები 10 სექტემბრიდან ფილარმონიის სალაროებში გაიყიდება.

ყველას, ვისაც უკვე აქვს ნაყიდი ბილეთი ან აბონემენტი, ივენთზე დასწრება მისი საშუალებით შეეძლება.

ყველას, ვინც შეიძინა 24 აგვისტოს ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთი და თანხის დაბრუნება სურს, 10 სექტემბრიდან ფილარმონიის სალაროებში ბილეთისა და პირადობის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში მიიღებს. (ეს წესი არ ვრცელდება სამდღიან აბონემენტებზე!).

ყველას, ვინც საზღვარგარეთ იმყოფება, შეუძლია ფოსტით გამოაგზავნოს 24 აგვისტოს ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთი და ანგარიშის ნომერი და დაიბრუნოს გადახდილი თანხა. (ვაჟა ფშაველას 16, შ.პ.ს. “ EMG  მთვრალი ალუბალი“).

FAITHLESS – 1995 წელს ჩამოყალიბებული პროექტი, 6 ალბომითა და 15 მილიონზე მეტი გაყიდული სტუდიური ჩანაწერით. პროექტის ორი წევრი – კრეატიული Sister Bliss და სახე, რეჩიტატივი Maxi Jazz აგრძელებენ პერფომანსების სერიას.

კრეატიული ადამიანების “აი ია”

iPhone 5S სანამ iPhone 5C გამოვა. უკვე მარკეტერზე