BATUMI SUMMER SET FEST 2013 22-დან 24 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება!!
22-დან 24 აგვისტოს ჩათვლით ბათუმის ”Miracle Park”–ში (საოცრებათა პარკი) ზაფხულის საზღვაო სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალი BATUMI SUMMER SET FEST 2013 მსოფლიო დონის ვარსკვლავებს უმასპინძლებს.
ფესტივალის მხარდამჭერია ბათუმის მერია და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, ღონისძიების ოფიციალური მარკეტინგული პორტალი Marketer.ge
BATUMI SUMMER SET FEST უკვე მეორედ იმართება და წელს უპრეცედენტო მასშტაბებს იღებს, რაც საშუალებას გვაძლევს ბათუმი საერთაშორისო მუსიკალურ ეპიცენტრად იქცეს.
LINE UP:
22 აგვისტო
LAID BACK – დანიური ელექტრონული მუსიკის დუეტი, რომელიც 1979 წელს ჩამოყალიბდა. არაერთი ნომერ პირველი ჰიტის ავტორი: Sunshine Reggae (1983 წელს გამოსული სინგლი 19 ქვეყნის მუსიკალური ათეულების ლიდერი გახდა), Beautiful day (2003 წელი) და თბილისში ძალიან პოპულარული Happy Dreamer. ჯგუფის ანგარიშზე 8 სტუდიური ალბომი ირიცხება.
BETOKO – მექსიკელი დიჯეი, რომელიც 2002 წლიდან ლონდონში მოღვაწეობს, თანამშრომლობდა სხვადასხვა ტელეკომპანიებთან (CSI-ში იყო მისი საუნდტრეკები გამოყენებული), ასევე Madonna-სთან 2009-2010 წლის ტურნეს დროს და სიდის/დივიდის გამოცემის პერიოდში.
SYNKRO – დიჯეი ბრიტანეთიდან დაბსტეპ ჟანრში. ცნობილია ევროპის კლუბურ სამყაროში და ამ ჟანრში ერთ-ერთ ნოვატორად ითვლება.
PHON-O – გერმანელი DJ/producer, რომელმაც 2000 წლიდან დაიწყო საკუთარი პროდუქციის შექმნა. მისი პოპულარობის მთავარი მიზეზი ყველასგან განსხვავებული სტილია: electronica,experimental techno,glitch,IDM და Techno-ს ნაზავი.
23 აგვისტო
SLEEP PARTY PEOPLE – კურდღლის ნიღბები და ე.წ. ”საძინებლის” პროექტი, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა. ფორტეპიანოს იავნანა, ინსტრუმენტალური სიმღერები, ექსპერიმენტალური განწყობა, რომელსაც უკვე რამდენიმე მილიონი მოსმენა და ათიათასობით ფანი ყავს.
GIRAFFAGE – 23 წლის მულტი-ინსტრუმენტალისტი სან ფრანცისკოდან, რომელიც ამჟამად ტურნეში იმყოფება, მისი პოპულარობა დღითი-დღე იზრდება.
MAX COOPER – 50 რელიზის ავტორი, ”მელანქოლიური კომპოზიტორი”, რომელსაც მინიმალის და მინიმალ–ტექნოს ჟანრის მსმენელები ძალიან კარგად იცნობენ.
DOMINIK EULBERG – მინიმალისა და მინიმალ ტექნოს ჟანრში მოღვაწე დიჯეი გერმანიიდან, რომელიც მუსიკალურ სამყაროში 1995 წლიდან მოღვაწეობს.
24 აგვისტო
FAITHLESS – 1995 წელს ჩამოყალიბებული პროექტი, 6 ალბომითა და 15 მილიონზე მეტი გაყიდული სტუდიური ჩანაწერით. პროექტის ორი წევრი – კრეატიული Sister Bliss და სახე, რეჩიტატივი Maxi Jazz აგრძელებენ პერფომანსების სერიას.
RONE – რეჟისორ ერვან კასტექსის მუსიკალური წამოწყება მინიმალისა და ტექნოს ჟანრში დღეს ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი პრესტიჟული მუსიკალური პროექტია.
ფესტივალზე ასევე ვიხილავთ ქართველ დიჯეებსა და პროდიუსერებს, მათ შორის, მოხდება მაია დარსმელიძეს ახალი ელექტრონული პროექტის “Mao & The Mins“ პრეზენტაცია.
ანალოგიური ტიპის ევროპულ ფესტივალებთან შედარებით, BATUMI SUMMER SET FEST 2013-ზე დასასწრები ბილეთების ფასი უპრეცედენტოდ დაბალია.
3-დღიანი აბონემენტი: 1 აგვისტომდე 70 ლარი ეღირება, ხოლო პირველი აგვისტოს შემდეგ – 120.
ერთდღიანი დასწრება: 1 აგვისტომდე 35 ლარი, ხოლო 1 აგვისტოდან – 50.
ხელმისავდომი იქნება ასევე 300 ცალი V.I.P. აბონემენტი. სამდღიანი აბონემენტის ფასი 500 ლარია.
ბილეთების შეძენა 3 ივლისიდან იქნება შესაძლებელი თბილისში, ფილარმონიის სალაროებში, ბათუმის აეროპორტსა და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის ჯიხურებში. მყიდველი ბილეთს სამაჯურში ფესტივალის დღეს ტერიტორიაზე შესვლამდე გადაცვლის.
მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ Facebook გვერდს https://www.facebook.com/batumisummerset?fref=ts