ამიერკავკავიის ყველაზე მასშტაბური ელექტრონული მუსიკის ფესტივალი BATUMI SUMMER SET FEST 2013 ბათუმობას გახსნის. წელს ქალაქ ბათუმს 135 წელი უსრულდება. ქალაქში ღონისძიებების სერია კი სწორედ ფესტივალით იწყება.
ბათუმის საკრებულოს მხარდაჭერით ფესტივალის ორგანიზატორებმა მელომანებს სპეციალური სიურპრიზი მოუმზადეს: ფესტივალზე დასასწრები ბილეთი 1 აგვისტოდან აღარ გაძვირდება.
ქართველ მსმენელს საშუალება ექნება 3–დღიან ფესტივალს კვლავ საწყის ფასად დაესწროს.
სამდღიანი აბონემენტი – 70 ლარი.
ერთდღიანი დასწრება – 35 ლარი.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია თბილისში, ფილარმონიის სალაროებში, ბათუმის აეროპორტსა და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის ჯიხურებში. აღებულ ბილეთს მყიდველი სამაჯურში ფესტივალის დღეს ტერიტორიაზე შესვლამდე გადაცვლის.
შეგახსენებთ, 22-დან 24 აგვისტოს ჩათვლით ბათუმის ”Miracle Park”–ში (საოცრებათა პარკი) ზაფხულის საზღვაო სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი ფესტივალი BATUMI SUMMER SET FEST 2013 მსოფლიო დონის ვარსკვლავებს უმასპინძლებს.
ფესტივალის მხარდამჭერია ბათუმის მერია და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი.
BATUMI SUMMER SET FEST უკვე მეორედ იმართება და წელს უპრეცედენტო მასშტაბებს იღებს, რაც საშუალებას გვაძლევს ბათუმი საერთაშორისო მუსიკალურ ცენტრად იქცეს.
LINE UP
22 აგვისტო
- LAID BACK
- BETOKO
- SYNKRO
- PHON-O
23 აგვისტო
- SLEEP PARTY PEOPLE
- GIRAFFAGE
- MAX COOPER
- DOMINIK EULBERG
24 აგვისტო
- FAITHLESS
- RONE