14
Mar
2019

როგორი იქნება რედკოს პროექტი ბათუმში

14 Mar 2019

ბათუმი, საქართველოს ზაფხულის საკურორტო დედაქალაქი, თავისი მშვიდი ატმოსფეროთი, მაღალი დონის სასტუმროებით, კარგი რესტორნებითა და ღამის ცხოვრებით სტუმრებს სწრაფად აყვარებს თავს. მისი სუბტროპიკული სანაპირო, ულამაზესი ბუნება და არტ ნუვოს სტილის არქიტექტურა ტურისტებს მთელი წლის განმავლობაში იზიდავს. ამჟამად აქ შენდება ამიერკავკასიაში ყველაზე მაღალი შენობა – ”ბათუმი თაუერი”, რომელსაც ეშმაკის ბორბალი ექნება. გამორჩეულია როგორც შენობის კონცეფცია, ისე დიზაინი. „ბათუმი თაუერის“ პროექტი მოიცავს 5-ვარსკვლავიან სასტუმროს Le Méridien Batumi, სამორინეს, სპა და ფიტნეს ცენტრს, ღია და დახურულ საცურაო აუზებს, რესტორნებს. კომპლექსის მაღალ სართულებზე კი ექსკლუზიური, ფეშენებელური საცხოვრებელი რეზიდენციები – „Tower Residences“ განთავსდება.

კომპლექსი რამდენიმე მხარის ჩართულობით შენდება. შენობა ეკუთვნის დეველოპერულ კომპანია Redco-ს. პროექტის თავდაპირველი კონცეფცია და მისი შემდგომი რეკონსტრუქცია შეიმუშავა არქიტექტორმა დავით გოგიჩაიშვილმა ქართულ საპროექტო ორგანიზაცია „ჰაუზარტში“. პროექტირების შემდეგ სტადიაზე უცხოელ კონსულტანტებთან და Starwood Hotels & Resorts Worldwide-ის წარმომადგენლებთან მუშაობის პროცესში, რომელიც ერთი წელი გრძელდებოდა, ჩართული იყო მეორე ქართული კომპანია „ბარნაბიშვილი გურგენიძე არქიტექტორები“. კომპანიის წარმომადგენლები პროექტირების მთელი პერიოდი მუშაობდნენ უცხოელ საკონსულტაციო ჯგუფებთან, რის შედეგადაც იხვეწებოდა პროექტის როგორც ვიზუალური ნაწილი, ასევე მისი ტექნიკური მხარეები. ინტერიერის დიზაინი ეკუთვნის კომპანია Rooms-ს.

დასავლეთ საქართველოს ზღვისპირა ქალაქი ბათუმი 3-4 სართულიანი ძველი ევროპული სტილის სახლებისა და ქუჩების ბადისებრი განლაგებით არის დაგეგმარებული. თუმცა, ამ სტილმა ბოლო წლების განმავლობაში ტრანსფორმაცია განიცადა. ძველი სტილის დაბალი ინტენსივობის მქონე სახლები ჩაანაცვლა თანამედროვე ტიპის მრავალსართულიანმა შენობებმა. 2015 წელს კომპანია Redco-მ შეისყიდა აღნიშნული შენობა მასში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროსა და მაღალი დონის რეზიდენციების განთავსების მიზნით. ამ ორი ძირითადი ფუნქციის გარდა, სასტუმრო კომპლექსში დაგეგმილია რესტორნის, ბარის, გამაჯანსაღებელი ცენტრის ღია და დახურული აუზებით, კაზინოს განთავსება, შენობის ძირითადი ნაწილი უკვე აშენებული იყო, როცა ის Redco-მ შეიძინა და 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო Le Méridien-ის გახსნა გადაწყვიტა. არსებული 120 მეტრიანი და 35 სართულიანი შენობა არქიტექტურულად გადაწყვეტილი იყო თანამედროვე “ჰაიტეკის” სტილში. საერთაშორისო ბრენდული სასტუმროების მფლობელი კომპანიის Starwood Hotels & Resorts Worldwide-ის მოთხოვნიდან გამომდინარე, კომპლექსში სივრცეების დამატება გადაწყდა და, შესაბამისად, არსებულ კოშკს, რომელშიც რეზიდენციები განთავსდება, დაემატა უფრო დაბალი, სასტუმროს კოშკი.

”რეკონსტრუქციის შედეგად მიღებული შენობის ახალი არქიტექტურული მოცულობები მაქსიმალურად არის შერწყმული არსებულ შენობასთან. ფასადის მოსაპირკეთებელ მასალებად გამოიყენეს იგივე მინა, პროფილები და ალუმინის თეთრი კომპოზიტური პანელები. ჩვენ მიერ პროექტში ცვლილებები ხდებოდა მაქსიმალური სიფრთხილით და არსებული კონცეფციის გათვალისწინებით,”- აღნიშნა ბარნაბიშვილმა.

91 მაღალი კლასის რეზიდენცია ბათუმის ყველაზე პრესტიჟულ შენობაში! ”ბათუმი თაუერის” საცხოვრებელი რეზიდენციები მაღალი კოშკის მე-4-33-ე სართულებზე განთავსდება. თითოეული რეზიდენციიდან შეუდარებელი ხედი იშლება ზღვასა და მთებზე. ფეშენებელური რეზიდენციების განსაკუთრებულ გარემოს ამდიდრებს ერთიან კომპლექსში განლაგებული 5-ვარვსკლავიანი სასტუმრო Le Meridien, სამორინე, სპა, ფიტნეს ცენტრი, ღია და დახურული აუზები, რესტორნები – ყველაფერი, რაც მიუთითებს მაღალი კლასის ცხოვრების სტილზე და უზრუნველყოფს კომფორტულ დასვენებას ზღვისპირა ქალაქში. მობინადრეები სპეციალური პირობებით შეძლებენ სასტუმროს ინფრასტრუქტურით, სპა ცენტრით, აუზითა და ფიტნეს დარბაზით სარგებლობას. კონსიერჟის სერვისი 24 საათის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი.

“ბათუმი თაუერის რეზიდენციებს” კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის ის, რომ მათ ინტერიერის და ავეჯის დიზაინი ქართულმა კომპანიამ Rooms-მა იმუშავა. დიზაინერების თქმით, მათი მთავარი პრინციპი თანამედროვე სტილის კომფორტული ბინების შექმნა იყო. მათ ასევე შედარებით ნეიტრალური ინტერიერი შექმნეს, იმის გათვალისწინებით, რომ რეზიდენციები გაიყიდება რემონტით და მომავალი მობინადრის სურვილის შემთხვევაში, ავეჯითაც. რუმსი: ნატა ჯანბერიძე და ქეთი თოლორაია, ორივე თბილისში 1981 წლის გაზაფხულზე დაიბადა. ერთმანეთი ინტერიერის დიზაინის სწავლის დროს, სამხატვრო აკადემიაში გაიცნეს. 2007 წელს „რუმსი“ – ინტერიერის და პროდუქტის დიზაინის სტუდია დაარსეს.

„რუმსის“ მთავარი მიმართულებები სასტუმროების, რესტორნების, კაფეების, მაღაზიების, საცხოვრებელი ინტერიერების და ხელნაკეთი “საკოლექციო” სკულპტურული ობიექტების დიზაინია. „რუმსი“ პირველი ქართული დიზაინის სტუდიაა, რომელმაც თავისი ნამუშევრების წარდგენა მსოფლიოს სხვადასხვა ცნობილ გალერეაში შეძლო. ნამუშევრების ნახვა შესაძლებელია ნიუ იორკში (the Future Perfect), მილანში (Rossana Orlandi), ლონდონში (Mint Gallery), ლოს ანჟელესში (Garde), სეულში (Showroom Kerker), ასევე ისეთ ცნობილ ონლაინ პლატფორმებზე როგორებიცაა, Kolkhoze და Panomo. უახლესი შოუ კი Miart 2018 ის გამოფენა იყო, სადაც „რუმსი“ Atelier Jaspers და Kolkhoze-მა წარადგინეს.

საბჭოთა კავშირში გატარებულმა ბავშვობამ და პარადიგმულმა ცვლილებებმა საქართველოში, რომლის კულტურა ევროპული და აზიური კულტურების ნაზავია, დიდი გავლენა მოახდინა ნატასა და ქეთის დიზაინის ესთეტიკაზე. “რუმსი“ დინამიური და მზარდი დიზაინის სტუდიაა, რომელიც მსოფლიო ბაზარზე მოღვაწეობს. დუეტი აგრძელებს იშვიათი მასალებისა და მათი დამუშავების მეთოდების ძიებას. მთავარი იდეა სიმარტივის სიყვარული, დახვეწილისა და პირველყოფილის შეზავება და დიზაინში ცხოვრების მარტივი მშვენიერების ასახვაა. სიმარტივესა და სიცოცხლის გზის შეულამაზებელი ბილიკებით სვლას მყარ ცნობიერებამდე მივყავართ.

[ პარტნიორის კონტენტი ]

განხილვა