16
Oct
2018

ბათუმში სოფლის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება 

16 Oct 2018

19-20 ოქტომბერს, ბათუმში, სოფლის ტურიზმის მეორე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. ღონისძიების მთავარი თემაა „სოფლის ტურიზმი, როგორც ბიზნესი“. ორი დღის განმავლობაში, ქართველი და უცხოელი ექსპერტები პრეზენტაციებს და სემინარებს ჩაატარებენ. ასევე, დაგეგმილია დისკუსიები და გაცნობითი, პრაქტიკული ვიზიტები მთიანი აჭარის ტურისტულ მარშრუტებზე.

0.5 ანაბარზე
0.5 ანაბარზე

ორგანიზატორების თქმით, კონფერენციის სამუშაო თემებია: სოფელი და სოფლად ცხოვრება, როგორც ტურისტული პროდუქტი, ბიზნესი და შემოსავლის წყარო; ინოვაციური სერვისები და ტურისტული პროდუქტები სოფლად/სოფლის ავთენტურობის შენარჩუნება ინოვაციური სერვისების პარალელურად; სოფლის ტურიზმის განვითარების პერსპექტივები და გამოწვევები აჭარის რეგიონში /ტურისტული ინფრასტრუქტურა სოფლად; სოფლის ტურიზმის ზოგადი სტანდარტები (მომსახურების სტანდარტები, საოჯახო სასტუმრო სახლების ტიპები და ა.შ); ქართული სტუმარმასპინძლობა და სტუმარმასპინძლობა როგორც ბიზნესი; სახელმწიფო პროგრამები სოფლის ტურიზმის განვითარების კუთხით საქართველოსა და სხვა ქვეყნებში; კონკურენცია სოფლის ტურიზმში, კონკურენციის დადებითი და უარყოფითი ზეგავლენა; ტურისტების მოზიდვა სოფლად და რეკლამირება.

„აჭარის რეგიონში, სოფლის ტურიზმი განვითარების საწყის ეტაპზეა. ამიტომ, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო გამოცდილებისა და სოფლის ტურიზმში წარმატებული მაგალითების გაზიარება. მართალია, აჭარაში სოფლად მცხოვრები მოსახლეობა აქტიურად ჩაერთო ტურიზმის სფეროში, საგრძნობლად იზრდება საოჯახო სასტუმრო – სახლებისა და სხვა ტურისტული სერვისები, მაგრამ ძალიან ბევრი სამუშაოა ტურისტული ბიზნესის განვითარების მიმართულებით და აქ უკვე ძალიან გვჭირდება სხვისი გამოცდილების გაცნობა და პრაქტიკაში დანერგვა. სწორედ ესაა ჩვენი კონფერენციის მთავარი მიზანი და ვფიქრობ, წელსაც, საინტერესო მომხსენებლები გვეყოლება,” – ამბობს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორი თინათინ ზოიძე.

განხილვა