in

საქართველოში ყველაზე ხანგრძლივი და მასშტაბური ფესტივალი ბათუმი ფესტივალი წარმატებით დასრულდა

ორთვენახევრის განმავლობაში ბათუმში ჩამოსულ სტუმრებსა და ადგილობრივებს ყოველდღიურ რეჟიმში ბათუმი ფესტივალი ზღვა ემოციას ჩუქნიდა. ფესტივალი ამ მასშტაბებით და ხანგრძლივობით პირველი იყო საქართველოში.

ბათუმი ფესტივალი 6 ზონაში (ღია კინოთეატრი, საბავშვო გასართობი ზონა, საშოპინგო ზონა, საკვები ზონა, გასართობი ზონა, ბარების ზონა) 200–მდე ადგილობრივი და აზიელი ვენდორით იყო წარმოდგენილი. ვენდორები თავიდანვე თავიანთი კონცეფციის მიხედვით აირჩა. მიზანი  ფესტივალის ორგანიზატორებისთვის და ვენდორებისთვის ერთი იყო – რაც შეიძლება განსხვავებული და ფერადი დღეები შეეთავაზებინა სტუმრებისთვის, რაც, ორგანიზატორების თქმით, გამოვიდა.

სეზონის განმავლობაში 50–მდე არტისტმა  იზრუნა  ბათუმი ფესტივალზე მოსული სტუმრების განწყობაზე. ამასთან ერთად, ფესტივალზე იყვნენ ისეთი არტისტებიც, რომელებსაც პირველად მიეცათ საშუალება, ამ მასშტაბის აუდიტორიასთან წარდგენილიყვნენ, რაც საორგანიზაციო ჯგუფისთვის ორმაგად საამაყოა.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალის ფარგლებში საქართველოსა და უკრაინის 400-მდე მოქალაქე  იყო დასაქმებული. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ამ ახალგაზრდებისთვის ეს პირველი გამოცდილება იყო და მათ მცირე ბიზნესებთან და მეწარმეებთან მუშაობით, ძალიან ბევრი რამ ისწავლეს, რაც მათი კარიერის პირველი ნაბიჯებისთვის მნიშვნელოვანი საფეხური იქნება.

ფესტივალის ფარგლებში არაერთ ღონისძიება გაიმართა:

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, 3x3GeoTour2023 საქართველოს 3×3 კალათბურთში აჭარის შესარჩევ ეტაპი. საქართველოს კულტურის ცენტრთან ერთად 3 დღის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა კუთხის ღვინო და ყურძნის ნაწარმი იყო წარმოდგენილი, რამაც ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახადა ფესტივალი. ფესტივალის ფარგლებში, საზეიმო ვითარებაში გამოვლინდნენ გამარჯვებულები.

აგვისტოს თვეში ორგანიზატორებმა ძალიან საპასუხისმგებლო ღონისძიებას უმასპინძლეს. საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირს, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.

„ეთამაშე ბათუმის დინამოს” – ფესტივალზე ბათუმის დინამოს  ფეხბურთელებმა ნამდვილი სპორტული დღესასწაული მოუწყვეს ბავშვებს,  გამარჯვებულებს კი ლისინ ივენთმა სხვადასხვა საჩუქარი გადასცა.

ფესტივალის ფარგლებში, ლისინ ივენთის გენერალური სპონსორობით, ქვიშის ფრენბურთის საერთაშორისო 2 ჩემპიონატი: ,,ოქროს ბურთი“ და ,,კორტის მეფე” ჩატარდა, სადაც გამარჯვებულებს სხვადასხვა საჩუქარი და ფულადი ჯილდო გადაეცათ.

ფესტივალმა უმასპინძლა USAID კამპანიას „ახლა“, რომელიც კოალიცია „ინფორმაციის სანდოობის” ორგანიზებით დაიწყო და ის წარმოაჩენს, თუ რა მნიშვნელოვან სარგებელს მიიღებს თითოეული ოჯახი საქართველოს ევროკავშირში გაწევრებით.

მთელი ფესტივალის განმავლობაში მხარდაჭერა ჰქონდათ აჭარაში მცხოვრებ მეწარმე ქალებს,  რომლებსაც წარმოდგენილი ჰქონდათ ხელნაკეთი ნაწარმი. მათ კოორდინირებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმარღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭო უწევს.

ამ ყველაფერთან ერთად, ფესტივალი საწყისი გახდა  სტარტაპებისთვის შექმნისთვის. 10 –მდე კვების ობიექტისთვის ინსპირაცია სწორედ ბათუმი ფესტივალი გახდა და სწორედ ამ ღონისძიებისთვის შექმნეს მათ ახალი კერძები, დესერტები, მოკლე დროში მოიფიქრეს ბრენდის სახელებიც და წარმატებით  დაიმკვიდრეს მარკეტზე თავი. ამასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ რამდენიმე კვების ობიექტი ფრანჩაიზით გაიყიდა და, როგორც ორგანიზატორები გვეუბნებიან, სწორედ ეს პატარ-პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ისტორიები, რომლებიც ფესტივალის განამვლობაში იწერებოდა, გვაძლევს საშუალებას, ვთქვათ, რომ ფესტივალი შედგა.

სამომავლო გეგმები

ბათუმი ფესტივალი არ არის ერთჯერადი და იგი პერმანენტულ ხასიათს მიიღებს. 2024 წელს ის კიდევ უფრო მრავალფეროვანი იქნება და სტუმრებს უამრავ სიურპრიზს მოუმზადებს. ბათუმის გარდა, ლისინ ივენთი მსგავსი ტიპის ფესტივალის ჩატარებას ეტაპობრივად საქართველოს სხვადასხვა დიდ ქალაქში გეგმავს, მათ შორის თბილისში, ქუთაისსა და ქობულეთში.

მორიგ მასშტაბურ ფესტივალამდე კი ლისინ ივენთი აგრძელებს ფუნქციონირებას, როგორც ივენთ კომპანია და წლის მანძილზე სხვადასხვა სიურპრიზს გვპირდება.

23 სექტემბერს ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ა(ა)იპ დათო ევგენიძის ფონდი თბილი სი წარმოგიდგენთ მუსიკალურ ფესტივალს ,,ჰიტერატურა”, რომლის ფარგლებშიც თქვენ წინაშე წარდგებიან დათო ევგენიძის ბენდი, თორნიკე ყიფიანი, გიორგი მახარაშვილი, ეკატერინე მდივანი, გიორგი დათიაშვილი, ირაკლი კაპანაძე.

პროექტის მხარდამჭერები არიან: კომპანია ლისინ ივენთი, საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია, ბათუმის კულტურის ცენტრი.

ლისინ ივენთი მომხარებლებს სხვადასხვა მრავალფეროვან სერვისს სთავაზობს: ივენთების, კონფერენციების და ფესტივალების დაგეგმვა და მენეჯმენტი, ბრენდინგი, დიზაინი და დეკორაცია, ინვენტარის გაქირავება, მარკეტინგული კომუნიკაციები და სპონსორებისა და პარტნიორების მოძიება. კომპანიას ბათუმი ფესტივალიდან არაერთი ინვენტარი აქვს, რაც საშუალებას აძლევს, კლიენტებს სრული სერვისი შესთავაზოს.

[R]

სვანეთი, როგორც ბრენდი, სრულ მზადყოფნაშია მყარი პოზიციონირება დაიკავოს ტურიზმის მსოფლიო რუკაზე!

როგორ დავუკავშირდეთ თაობა ზეტს ციფრული მედიით?