12
Nov
2014

ბათუმის ლოგოტიპის კონკურსი

12 Nov 2014

act-logo„ეისითი კონსალტინგი“ აცხადებს  კონკურსს  ბათუმის ლოგოს შემუშავებაზე.  ჩვენ ვიწვევთ ყველა დაინტერესებულ პროფესიონალს  თავისი წვლილი შეიტანოს ბათუმის ახალი  ვიზუალური იდენტობის, ლოგოს შექმნაში.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს  დეტალური ინსტრუქციის მიღება შეუძლიათ ვებ-ვერდზე: Vote.act-gr.com;

კონკურსის ზოგადი წესები

კონკურსი ჩატარდება  2 ეტაპად.    პირველ ეტაპზე  ლოგოს  სასურველ  ხუთეულს, ხმის მიცემის წესით, შეარჩევს ფართო საზოგადოება. ხმის მიცემა დაიწყება 29  ნოემბრის 14.00 საათიდან და დასრულდება 8 დეკემბრის  20.00 საათზე.  მეორე ეტაპზე ხუთი ლოგოდან საბოლო ვარიანტს  აარჩევს საკონკურსო ჟიური.

ვებ-გვერდზე ლოგოტიპების ატვირთვა დაიწყება  17  ნოემბერს.

გამარჯვებული ლოგოტიპის საპრიზო პრემიაა 1200 GEL

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

თათა საყვარელიძე,

მარკეტინგული კომუნიკაციების კონსულტანტი:

(+9955) 77 42 48 42

განხილვა