in

ბათუმი ამიერკავკასიის ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ფესტივალის BATUMI SUMMER SET FEST 2013–ისთვის მზადაა!!!

batumi-summer

ბათუმი მზადაა 22, 23 და 24 აგვისტოს  ”Miracle Park”–ში (საოცრებათა პარკი) ზაფხულის საზღვაო სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან ფესტივალს BATUMI SUMMER SET FEST 2013–ს და  მსოფლიო დონის ვარსკვლავებს უმასპინძლოს.

ანბანის კოშკის გვერდით მდებარე საფესტივალო ქალაქის მშენებლობა პრაქტიკულად დასრულებულია. ის რამდენიმე ზონისგან შედგება. მელომანებს საშუალება ექნებათ იმოძრაონ ნებისმიერ მათგანში ვიაიფისა და ბექსთეიჯის გარდა. ფრიდომ მიუზიქის ორი ზონა, აქედან ერთი კინოთეატრი, ძირითადი და საცეკვაო სცენები, სპეციალურად მოწყობილი ინფრასტრუქტურა, ბანერები ფოტოებისთვის, მასშტაბური ბარი და სხვადასხვა გასართობი თამაშები – ასეთია საფესტივალო ქალაქი, რომელიც 3 დღის განმავლობაში 20:00–დან გათენებამდე უმასპინძლებს ფესტივალის სტუმრებს.

იმის მიუხედავად, რომ საფესტივალო დღეებში სინოპტიკოსები ამინდის დამაიმედებლ პროგნოზსს გვთავაზობენ, საფესტივალო ტერიტორია სანახევროდ გადახურულია. ორგანიზატორებმა გაითვალისწინეს ბათუმური ამინდების სპეციფიკურობა და წელს მსმენელს არ მოუწევს წვიმაში ფეხზე დგომა,

ბილეთების და აბონემენტების გაყიდვა თბილისში 20 აგვისტოს დასრულდება. მელომანებს მათი შეძენა ბათუმში, ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში შეეძლებათ.

ბათუმის საკრებულოს მხარდაჭერით ფესტივალზე დასასწრები ბილეთისა და აბონემენტის ფასი 1 აგვისტოდან აღარ გაძვირებულა.

სამდღიანი აბონემენტი70 ლარი.

ერთდღიანი დასწრება35 ლარი.

BATUMI SUMMER SET FEST უკვე მეორედ იმართება და წელს უპრეცედენტო მასშტაბებს იღებს, რაც საშუალებას გვაძლევს ბათუმი საერთაშორისო მუსიკალურ ეპიცენტრად იქცეს.

[highlight style=’pear-green’] LINE UP:   [/highlight]

[highlight style=’pear-green’] 22 აგვისტო  [/highlight]

20:00 – SOLAR ECLIPSE

22:00 – BACHO&COBERT

00:00 – LAID BACK – დანიური ელექტრონული მუსიკის დუეტი, რომელიც 1979 წელს ჩამოყალიბდა. არაერთი ნომერ პირველი ჰიტის ავტორი: Sunshine Reggae, Beautiful day (2003 წელი), Happy Dreamer. ჯგუფის ანგარიშზე 8 სტუდიური ალბომი ირიცხება.

01:20 – BETOKO – მექსიკელი დიჯეი, რომელიც 2002 წლიდან ლონდონში მოღვაწეობს, თანამშრომლობდა სხვადასხვა ტელეკომპანიებთან, ასევე Madonna-სთან 2009-2010 წლის ტურნეს დროს.

02:40 – PHON-O –  გერმანელი DJ/producer. მისი პოპულარობის მთავარი მიზეზი ყველასგან განსხვავებული სტილია: electronica,experimental techno,glitch,IDM და Techno-ს ნაზავი.

03:40 – SYNKRO – დიჯეი ბრიტანეთიდან დაბსტეპ ჟანრში. ცნობილია ევროპის კლუბურ სამყაროში და ამ ჟანრში ერთ-ერთ ნოვატორად ითვლება.

[highlight style=’pear-green’] 23 აგვისტო [/highlight]

20:00 – ZAZO & TROTSKY

21:30 – GREENBEAM & LEON

23:00 – SLEEP PARTY PEOPLE – კურდღლის ნიღბები და ე.წ. ”საძინებლის” პროექტი, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა. ფორტეპიანოს იავნანა, ინსტრუმენტალური სიმღერები, ექსპერიმენტალური განწყობა, რომელსაც უკვე რამდენიმე მილიონი მოსმენა და ათიათასობით ფანი ყავს.

00:30 – GIRAFFAGE – 23 წლის მულტი-ინსტრუმენტალისტი სან ფრანცისკოდან, რომელიც ამჟამად ტურნეში იმყოფება, მისი პოპულარობა დღითი-დღე იზრდება.

01:40 – DOMINIK EULBERG – მინიმალისა და მინიმალ ტექნოს ჟანრში მოღვაწე დიჯეი გერმანიიდან, რომელიც მუსიკალურ სამყაროში 1995 წლიდან მოღვაწეობს.

03:00 – MAX COOPER – 50 რელიზის ავტორი, ”მელანქოლიური კომპოზიტორი”, რომელსაც მინიმალის და მინიმალ–ტექნოს ჟანრის მსმენელები ძალიან კარგად იცნობენ.

[highlight style=’pear-green’] 24 აგვისტო. [/highlight]

20:00 – VAKO KEY & VAKO T.

22:00 – MAO & THE MINS

23:00 – GIO SHENGELIA & SIKHA

00:30 – FAITHLESS – 1995 წელს ჩამოყალიბებული პროექტი, 6 ალბომითა და 15 მილიონზე მეტი გაყიდული სტუდიური ჩანაწერით. პროექტის ორი წევრი –  კრეატიული  Sister Bliss და სახე, რეჩიტატივი Maxi Jazz აგრძელებენ პერფომანსების სერიას.

02:30 – RONE – რეჟისორ ერვან კასტექსის მუსიკალური წამოწყება მინიმალისა და ტექნოს ჟანრში დღეს ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი პრესტიჟული მუსიკალური პროექტია.

03:30 – VINCENT & LASHA

ბრილიანსი

ყველაზე მასშტაბური ბიზნეს დაჯილდოება

როგორ ჩაიარა Summer Ad Camp-მა