6
Dec
2018

ბათუმს ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მიენიჭა

6 Dec 2018

ბათუმს ევროპის სპორტის ქალაქის ტიტული ბრიუსელში, ევროპის პარლამენტში მიენიჭა. ინფორმაციას ბათუმის მერის FB გვერდი ავრცელებს. დაჯილდოების ცერემონიალზე ბათუმის მერიის დელეგაცია იმყოფებოდა. ევროპის სპორტის ქალაქის ტიტული და დროშა ბათუმის მერს ევროპის დედაქალაქებისა და ქალაქების სპორტის ფედერაციის ACES Europe-ის პრეზიდენტმა ჯან ფრანჩესკო ლუპატელიმ გადასცა. ევროპის სპორტის ქალაქის ტიტულის მინიჭებამდე, ACES Europe-ის პრეზიდენტი და შემფასებელი კომისია ბათუმში იმყოფებოდნენ, სადაც ქალაქში არსებული სპორტული ობიექტები დაათვალიერეს, სპორტის ხელშეწყობის კუთხით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებსა და სპორტის სხვადასხვა სახეობაში ბათუმელი სპორტსმენების მიღწევების შესახებ ინფორმაციას გაეცნენ.

0.5 ანაბარზე
0.5 ანაბარზე

ACES Europe-ი ბრიუსელში დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც ყოველწლიურად ახდენს ევროპული ქალაქებისთვის ,,ევროპის სპორტის დედაქალაქის“, ,,ევროპის სპორტის ქალაქის“, ,,ევროპის სპორტის თემისა“ და ,,ევროპის სპორტის მცირე ზომის ქალაქის“ სტატუსების განსაზღვრას.

 

 

განხილვა