ბათუმში, 9 აგვსტოს, გამსახურდიას ქუჩაზე Replay-ის ახალი მაღაზია გაიხსნა. ეს ბრენდისთვის მეორე ოფიციალური მაღაზიაა საქართველოში, რაც მისი მზარდი ცნობადობისა და სამომხმარებლო სეგმენტის მანიშნებელია.
Replay-ის წარმატება საქართველოში დაკავშირებულია ICR ჯგუფის-ის გამოცდილებასა და ხედვასთან. როგორც მოდის საცალო ვაჭრობის ლიდერმა, ICR-მა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მსოფლიოში ცნობილი ბრენდების, მათ შორის Replay- ქართულ ბაზარზე შემოყვანაში.
შეგახსენებთ რომ, „REPLAY”-ს ოფიციალური დებიუტი თბილისში, „სითი მოლ საბურთალოს“ სავაჭრო ცენტრში, 16 მარტს – ბრენდის პირველი მაღაზიის გახსნით შედგა.
ადგილობრივი სამომხმარებლო საჭიროებების გაცნობიერებითა და სრულყოფილებისადმი ერთგულებით, ICR უზრუნველყოფს, რომ თითოეული მაღაზია, ყოველთვის ბრენდის გლობალურ სტანდარტებს აკმაყოფილებს და ქართველი მომხმარებლის მოლოდინს ღირსეულად პასუხობს.
Replay ბათუმის ახალი მაღაზიის გახსნის აღსანიშნავად, ICR -ი ბათუმის ლოკაციაზე, სრულ ახალ კოლექციაზე – ექსკლუზიურ 25%-იან ფასდაკლებას, ხოლო ორივე – თბილისისა და ბათუმის მაღაზიებში, სეზონურ, – 70%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს მომხმარებელს.
კომპანიის ეს შეთავაზებები, არა მხოლოდ უფრო ხელმისაწვდომს ხდის Replay-ის პრემიუმ ხარისხს, არამედ აძლიერებს ICR-ის ერთგულებას თავისი მომხმარებლებისთვის – შესთავაზოს მას მუდამ ხარისხიანი და განსაკუთრებული ღირებულებების მატარებელი პრემიუმ ბრენდები.
[R]