in

2022 წლის საუკეთესო ამერიკული არქიტექტორული კომპანია ბათუმის ხელოვნურ კუნძულზე შენობას დააპროექტებს

ამბასადორი ბათუმი აილენდმა” ხელოვნური კუნძულის დაპროექტება-მშენებლობის ფარგლებში  ხელშეკრულება წამყვან ამერიკულ არქიტექტორულ კომპანიასთან, ShoP Architects-თან გააფორმა. ShoP Architects-ი ამერიკაში 2022 წლის საუკეთესო არქიტექტორულ კომპანიად დასახელდა. მათი დაპროექტებულია ისეთი ცნობილი შენობები, როგორებიცაა: მსოფლიოში ყველაზე ვიწრო შენობა მანჰეტენზე 111w 57th street, Brooklyn Tower-ი, Uber-ის სათავო ოფისი, YouTube-ის სათავო ოფისი, Google-ის ოფისი, NBA-ში მოთამაშე Brooklyn Nets-ის არენა Barclays ცენტრი, Uber Air, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოები სხვადასხვა ქვეყანაში, ფულბრაითის უნივერსიტეტი და ა.შ.

ShoP Architects-ი ამბასადორი ჯგუფის დაკვეთით დააპროექტებს ულტრათანამედროვე მრავალფუნქციურ შენობა-ნაგებობას ბათუმში, ხელოვნურ ნახევარკუნძულზე, რომელიც გააერთიანებს სასტუმრო და საცხოვრებელ ბლოკებს, ბიზნეს ცენტრებსა და დასასვენებელ-სარეკრეაციო სივრცეებს.

ShoP Architects-ის მიერ დაპროექტებული შენობა ბათუმში ძალიან მალე მოიპოვებს საერთაშორისო ცნობადობასა და აღიარებას, რაც დიდად შეუწყობს ხელს ქალაქისა და მთლიანად ქვეყნის პოპულარიზაციას საერთაშორისო ასპარეზზე და მისი ტურისტული თუ ეკონომიკური პოტენციალის ზრდას.

მიმდინარე წლის სექტემბერში SHoP Arc-ის დამფუძნებლები არქიტექტორების გუნდთან ერთად საქართველოში იმყოფებოდნენ. ისინი შეხვდნენ „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ დამფუძნებლებსა და წარმომადგენლებს, დაათვალიერეს და შეისწავლეს საპროექტო ტერიტორია.

გლობალური არქიტექტორული კომპანია ShoP Architects-ი 1998 წელს დაარსდა ნიუ იორკში. დღესდღეობით კომპანია 200-ზე მეტ არქიტექტორს აერთიანებს როგორც ამერიკიდან, ისე მსოფლიოს 40 სხვადასხვა ქვეყნიდან. მიღებული აქვს მრავალი ამერიკული და საერთაშორისო ჯილდო არქიტექტურისა და დიზაინის კატეგორიაში, მათ შორის მსოფლიოში ყველაზე ინოვაციური კომპანიის პრიზი (2014).

მსოფლიოში ყველაზე ვიწრო შენობა მანჰეტენზე 111w 57th Street

Uber-ის სათავო ოფისი

Brooklyn Tower-ი

[R]

რა შეიძლება მოხდეს, თუ ზამთრისთვის საბურავს არ შეცვლით? — „თეგეტა მოტორსის“ კამპანია გრძელდება

„განვითარდი ან მოკვდი!“ – სპორტსმენი, რომელმაც GoPro შექმნა