in

ნახეთ: ბაუჰაუსის სტილით შთაგონებული ჰაერის გამწმენდი

ბაუჰაუსის სტილით შთაგონებულ ნივთებში ესთეტიკა და ფუნქცია ყოველთვის ერწყმოდა ერთმანეთს და ამ მხრივ გამონაკლისი არც ჰაერის გამწმენდი მოწყობილობაა. როგორც ამბობენ, ეს ბრენდის მარტივი, მაგრამ დახვეწილი დიზაინის შესანიშნავი მაგალითია.

ბაუჰაუსის ჰაერის გამწმენდის ვიზუალი მარტივი გეომეტრიული ფიგურებით არის შექმნილი, იქნება ეს წრე, კვადრატი, თუ ხაზები. ამ სტილისთვის დამახასიათებელ ფერებსაც მარტივად ამოიცნობთ. აქ საუბარია Forest Sunlight-ზე — მუქი მწვანე ფერი, რომელსაც, როგორც ამბობენ, ინტერიერში მშვიდი გარემო შემოაქვს; Rapeseed Flower — ყვავილების სიკაშკაშე, რომელიც უფრო ჰარმონიულ ატმოსფეროს ქმნის; Pure Snow — აღწერილი, როგორც თეთრი თოვლის სისუფთავე და ბოლოს Night — ნაცრისფერი, რომელიც მეტად დამამშვიდებელ გარემოს ქმნის. ფერები კი მომხმარებლის სურვილის მიხედვით იცვლება და არსებულ ინტერიერს მარტივად ერგება. 

ჰაერის გამწმენდის მრგვალი ნაწილის ქვეშ სავენტილაციო სისტემა, გვერდით კი შესაბამისი ღილაკებია დამონტაჟებული. მათი დახმარებით, მოწყობილობის ჩართვა-გამორთვა თუ სხვა რეჟიმების გააქტიურებაც შეგიძლიათ.

როგორც ხედავთ, დიზაინერმა Keereem Lee გამორჩეული ესთეტიკისა და ფუნქციის ერთ მოწყობილობაში გაერთიანება შეძლო, რაც სხვა მრავალი ხელოვანისთვის, პირველივე შეხედვისთანავე, შთაგონების წყაროდაც კი შეიძლება იქცეს.

ციფრული მხატვრების ილუსტრაცია შფოთვის თემაზე

Heineken-მა მეტავერსში ციფრული ლუდის პრეზენტაცია გამართა