ჩვენმა საფეხბურთო ნაკრებმა ისტორიაში პირველად მოიპოვა ევრო 2024-ის საგზური. ამ უპრეცედენტო მიღწევამ მთელი ქვეყანა გააერთიანა, რაც ეროვნულ ზეიმში გადაიზარდა — გასცდა საფეხბურთო საზღვრებს და გახდა ერთიანობის, გუნდური მუშაობისა და ეროვნული სიამაყის სიმბოლო! ამ ამაღელვებელ მომენტს კომპანია Baumer-იც იზიარებს და საყოველთაო ეიფორიაში ერთვება.
„ბაუმერმა გადაწყვიტა, თითოეული თანამშრომლისთვის გაეკეთებინა განსაკუთრებული საჩუქარი ამ ისტორიული დღის აღსანიშნავად და გადასცა ეროვნული ნაკრების მაისურები. ეს ჟესტი უფრო მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ მაისურის ჩუქება. ეს იყო ჩვენი გუნდის ერთიანობის სიმბოლო და თითოეული თანამშრომლის როლი კომპანიის წარმატებაში. ზუსტად ისე, როგორც ჩვენი ნაკრების თავდაუზოგავი შრომა და ძალისხმევა უეფას ევრო 2024-ის გზაზე“, — აღნიშნავს მარიამ ვახვახიშვილი, ბაუმერის კომერციული დირექტორი.
„ბაუმერმა საგანგებოდ მოაწყო საგულშემატკივრო ზონა. სპეციალურად მოიხატა ვერანდის კედელი 26 მარტის ამსახველი ფრაგმენტით — ეს სივრცე არის ადგილი, სადაც ერთად ვუგულშემატკივრებთ ჩვენს ეროვნულ ნაკრებს.
ეროვნული საფეხბურთო გუნდის წარმატება არის გუნდური მუშაობის, ერთიანობისა და თავდაუზოგავი შრომის მაგალითი. ეს არის იმ თვისებების ჩამონათვალი, რომლებსაც ბაუმერი სრულიად იზიარებს“, — ამბობს ნინი გვარაძე, ბაუმერის ადმინისტრაციული დირექტორი.
„ვამაყობთ ეროვნული ნაკრების წარმატებით და იმ ერთიანობით, რაც მან ჩვენს ქვეყანას მოუტანა. გვინდოდა, ეს მნიშვნელოვანი მომენტი კიდევ უფრო დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი გაგვეხადა ჩვენივე გუნდის წევრებისთვის, რომლებიც წარმოადგენენ მთავარ ძალას ბაუმერისთვის. ეროვნული ნაკრების მაისურები თუ საგულშემატკივრო სივრცე ოფისის ვერანდაზე არის კომპანიის მხრიდან მათი დაფასების ნიშანი, შეხსენება გუნდური მუშაობისა და ერთიანობის ძალის შესახებ! მოუთმენლად ველით, ერთად დავუჭიროთ მხარი ჩვენს ეროვნულ ნაკრებს და გავიზიაროთ წარმატება როგორც ერთმა გუნდმა!“, — აღნიშნავს ლევან ყირიმლიშვილი, ბაუმერის დამფუძნებელი.
„ეროვნული ნაკრების ისტორიულმა გამარჯვებამ და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე გასვლამ პოზიტივისა და ერთიანობის ტალღა გამოიწვია მთელ ქვეყანაში; Baumer-ის გუნდი მოხარულია, რომ ვუერთდებით ამ დღესასწაულს, ვაძლიერებთ გუნდური მუშაობისა და ერთიანობის ღირებულებებს, რომლებიც ჩვენი კომპანიის მთავარ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს!“, — ამბობს რეზო ქამაშიძე, ბაუმერის დირექტორი.
გავაგრძელოთ ამ ერთიანობისა და გუნდური მუშაობის აღნიშვნა როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ!!! ჩვენ ვართ საქართველო!!!
[R]