in

რიცხვებს მიღმა – ხატია სიხარულიძის პროფესიული გზა BAUMER-ში

კომპანიის წარმატების უკან ყოველთვის გუნდი დგას. ბაუმერი, რომელიც 13 წელზე მეტია საინჟინრო სისტემების სფეროში ოპერირებს, სწორედ თავისი პროფესიონალთა გუნდით ამაყობს. მათ შორის გახლავთ ხატია სიხარულიძე, კომპანიის ხარჯთაღმრიცხველი. ის იმ 100-ზე მეტ კვალიფიციურ სპეციალისტს შორისაა, ვინც ბაუმერის წარმატებას ქმნის. ხატია Baumerში უკვე თითქმის ორი წელია მუშაობს. ის ერთგვარი დამაკავშირებელი რგოლია შესყიდვებისა და გაყიდვების დეპარტამენტებს, მიმართულების ხელმძღვანელებსა და პროექტანტებს შორი, რაც სრულად ასახავს კომპანიის ფილოსოფიასიყოს მედიატორი პროცესის ყველა მონაწილეს შორის.

ბავშვობიდანვე განსაკუთრებული ინტერესით ვსწავლობდი მათემატიკასა და ტექნიკურ საგნებს. იმ დროს, როცა ჩემი თანატოლების უმეტესობა ბიზნესის ან ტურიზმის მიმართულებით აბარებდა – მე განსხვავებული გზა ავირჩიე. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამშენებლო მენეჯმენტის ფაკულტეტზე ჩავაბარე, რაც ჩემი გაცნობიერებული არჩევანი იყო.

ამ სფეროსადმი ინტერესი ოჯახიდან მოდის – ბაბუა სამშენებლო განათლების იყო. ტექნიკური აზროვნების მქონე ადამიანებთან კომუნიკაცია ყოველთვის მიადვილდებოდა, სწორედ ამიტომ ამ პროფესიულ გარემოში ინტეგრირება არ გამჭირვებია.

პირველი სამსახური დავიწყე კომპანიაში, რომელიც სამშენებლო მასალების ონლაინ კატალოგებზე მუშაობდა და სწორედ იქ მივიღე პირველი გამოცდილება ამ მიმართულებით. კარიერა გავაგრძელე  ამავე ინდუსტრიის ორ სხვადასხვა კომპანიაში, სადაც უშუალოდ ხარჯთაღრიცხვასთან მქონდა შეხება, როგორც სამშენებლო, ისე საინჟინრო მიმართულებით. ახლა კი, უკვე თითქმის ორი წელია, ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე ვარ საინჟინრო სისტემების ინსტალაციისა და მომსახურების სფეროში, კომპანია ბაუმერში.

არსებობს გავრცელებული მცდარი წარმოდგენა, თითქოს ხარჯთაღრიცხვა პროექტისთვის საჭირო მასალების რაოდენობრივი აღრიცხვაა. რეალურად, ეს უფრო საპროექტო დეპარტამენტის საქმიანობის ნაწილია. ჩვენ, ხარჯთაღმრიცხველების გუნდი, ვიღებთ უკვე შემუშავებულ სპეციფიკაციებს, რომლებიც განსაზღვრავს რა რესურსებია საჭირო პროექტის რეალიზებისთვის. ჩვენი ფუნქციაა ამ სპეციფიკაციების სიღრმისეული ანალიზი, ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის (BoQ – Bill of Quantities) დეტალური შესწავლა და შემდგომ მათი სისტემატიზაცია კატეგორიების მიხედვით. არსებითად, ჩვენ წარმოვადგენთ მაკავშირებელ რგოლს – შესყიდვების, გაყიდვების, დეპარტამენტის ხელმძღვანელობისა და საპროექტოს ინჟინრების ერთიან ეკოსისტემაში. ინფორმაციის ეფექტურ კოორდინაციასა და საბოლოო პროდუქტის სწორად ფორმირების პროცესს უზრუნველვყოფთ.

ჩვენი პროფესიული წარმატება ეფუძნება ორ უმნიშვნელოვანეს თვისებას – მოთმინებასა და განსაკუთრებულ ყურადღებას დეტალებისადმი. სამუშაო პროცესში ვოპერირებთ უამრავი ციფრობრივი მონაცემით და ვმუშაობთ მრავალფეროვან მასალებთან, რომლებიც ხშირად მსგავსია, მაგრამ სხვადასხვა ნომენკლატურით აღინიშნება. ციფრული ინფორმაციის ამ მუდმივ ნაკადში სიზუსტე კრიტიკულად მნიშვნელოვანია – ვერცერთი მონაცემი ვერ უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა. როდესაც მონაცემები ერთმანეთს არ ემთხვევა, საჭიროა ანალიტიკური სიმშვიდე – უნდა შეძლო გონების კონცენტრაცია, შეცდომის წყაროს იდენტიფიცირება და მისი კორექტირება, რათა საბოლოოდ მიიღო ზუსტი და სანდო შედეგი.

Baumer-ში ჩემს პროფესიულ საქმიანობას ამრავალფეროვნებს ინოვაციური პროექტები, რომელთაგან განსაკუთრებით გამოირჩევა ბაზის ბანკის ახალი სათაო ოფისის პროექტი – ჩემი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე კომპლექსური გამოწვევა. სწორედ ამგვარი პროექტები სძენს ჩემს ყოველდღიურობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას და პროფესიულ კმაყოფილებას მანიჭებს. ბაუმერის უდიდესი ღირებულება ჩემთვის პროფესიული ზრდის შესაძლებლობებშია – ეს კომპანია ჩემი კარიერული განვითარების კატალიზატორად იქცა. აქ პირველად ვიგრძენი ნამდვილი მენტორობა, გუნდისა და მენეჯმენტის მხარდაჭერა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო კომპანიის მიერ ჩატარებული ტრენინგები, რომლებმაც გააღრმავა ჩემი ტექნიკური და პროგრამული ცოდნა. ამან მომცა ნებისმიერი სირთულის ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის შექმნისა და ანალიზის კომპეტენცია.

Baumer-ში საქმიანობა პროფესიული მოვალეობის ფარგლებს სცდება – აქ თანამშრომლებს შორის მეგობრული ურთიერთობები და მრავალფეროვანი კორპორაციული ცხოვრებაა. კომპანიაში არსებობს სხვადასხვა კლუბი ინტერესების მიხედვით, მათ შორის სპორტული მიმართულება, რომელშიც ბრენდ ამბასადორის როლი მაკისრია. საინტერესოა, რომ ჩემი პროფესიული უნარ-ჩვევები აქაც სასარგებლოა – ხშირად სწორედ მე აღვრიცხავ კარტინგის შეჯიბრებებში დაგროვილ ქულებს.

საბოლოოდ, საერთო ინტერესები გვაქცევს არა მხოლოდ კოლეგებად, არამედ გუნდად, რომელსაც საერთო მიზნები და წარმატებისკენ სწრაფვა აერთიანებს.

[პარტნიორის კონტენტი]

NBA სტანდარტები და IBAM-თან პარტნიორობა – რა სიახლეები გელით ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში ახალ სეზონზე

m²-ის ინოვაციურ უბანში – „m³ საბურთალო“ პარკის გახსნის ღონისძიება გაიმართა