27
Jul
2018

ბავარიის ლუდის ფესტივალი საქართველოში! – ქართული ლუდის კომპანია

27 Jul 2018

წელს, საქართველომ “ბავარიის” ლუდის ფესტივალს უმასპინძლა. ჩვენი ქვეყანა, უკვე მესამე წელია, დიდი ბავარიის ოჯახის წევრია. “ბავარიის” ლუდის ბრენდის ისტორია 1719 წლიდან იწყება. დღეისათვის, ის 120-ზე მეტ ქვეყანაში არის წარმოდგენილი და მთელი ამ დროის მანძილზე, ოჯახური დინასტია მართავს. ამიერკავკასიაში, მისი ექსკლუზიური ლიცენზიანტი ქართული ლუდის კომპანიაა, რომელმაც, მათი თქმით, ბრედის ჰოლანდიელ მფლობელებთან ერთად, საქართველოში ლუდის ფესტივალების საერთაშორისო პრაქტიკა შემოიტანა. დეტალებზე “ქართული ლუდის კომპანიის” ლუდის ბრენდ მენეჯერმა, მიხეილ ქურდაძემ, ისაუბრა.

 

M: რას გულისხმობს ლუდის ფესტივალი და ვის შეუძლია დასწრება?

ფესტივალის ფორმატი მორგებულია მაქსიმალურად ქართველი ხალხის გემოვნებასა და პრეფერენციაზე. ეს არის ღია საჯარო სივრცეში მოწყობილი გასართობი ზონები და სპეციალური პროგრამა. მოსულ მომხარებელს შეუძლია ზაფხულის ცხელ დღეებში ლუდით გაგრილება, ცოცხალი მუსიკის მოსმენა, სხვადასხვა გასართობ აქტივობებში მონაწილეობის მიღება და საჩუქრების მოგება. რაც მთავარია, ყველას აქვს თანაბარი შანსი, რომ მიიღოს მონაწილეობა სუპერპრიზის გათამაშებაში და სექტემბერში გემგზავროს ბავარიის სამშობლოში! ერთადერთი შეზღუდვა, რაც მოქმედებს არის ის, რომ რადგან სუპერპრიზისათვის ბრძოლა არის შეჯიბრებების სახით, რომელიც დაკავშირებული არის ლუდთან, ამ კონკრეტულ აქტივობებში მონაწილეობის მიღება მხოლოდ 18 წელს ზევით პირებისათვის არის შესაძლებელი.

 

M: ფესტივალის ფორმატი მოძრავია. სად გაიმართება ცალკეული ღონისძიებები?

ლუდის ფესტივალმა სტარტი აფხაზეთის მთებიდან აიღო, შედეგ ქუთაისში, რუსთავსა და თელავში ჩატარდა, 29 ივლისს დაგეგმილია ფესტივალის ჩატარება ბორჯომში, ყოფილი კინოთეატრის მიმდებარედ. შემდეგ, ჯერი ბათუმზე გადადის და სექტემბრის შუა რიცხვებამდე ფესტივალი მთელ საქართველოს დიდ ქალაქებს მოივლის. ყველა ქალაქს ჰყავს თავისი გამარჯვებული ანუ 10 ქალაქი – 10 გამაჯვებული. შესაბამისად, ყველა ქალაქის გამარჯვებული გამეგზავრება ჰოლანდიაში, სადაც უმასპინძლებენ ბრენდის მესვეურები. იქ ცალკე ელოდებათ „ბავარია ტური“.

 

[R]

განხილვა