ლუდი „ბავარია“ 300 წლის არის. სამ საუკუნოვან იუბილეს, ბრენდის წარმომადგენლების თქმით, გრანდიოზულად აღნიშნავენ და ამ თარიღთან დაკავშირებით, 120 ქვეყნიდან სტუმრებს ამსტერდამში ეპატიჟებიან.
აღსანიშნავია, რომ „ბავარიას“ მწარმოებელი ქვეყნების მსოფლიო რუკას, საქართველო, 2016 წლიდან შეემატა. ადგილობრივ ბაზარსა და მთლიანად რეგიონში, ბრენდის ოფიციალური და ექსკლუზიური მწარმოებელია „ქართული ლუდის კომპანია“.
„საქართველო, როგორც ბავარიის ოჯახის დიდი წევრი ამ დღესასწაულს უერთდება და ეძებს მეგობრებს. 300 გემრიელი ლუდის წელი, 300 მეგობრებთან გართობის წელი, 300 სიურპრიზების წელი, ესეთ მრგვალ რიცხვს განსაკუთრებული აღნიშვნა სჭირდება, აუცილებლად მეგობრებთან ერთად. ამიტომ ვეძებთ მეგობრებს, მთელი საქართველოს მასშტაბით, ვეძებთ ყველაზე მხიარულებს, გონივრებს, გულისხმიერებს, ერთგულებს, ვეძებთ იმიტომ, რომ ერთად აღვნიშნოთ დაბადების დღე“, – ამბობს „ქართული ლუდის კომპანიის“ მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი მიხელ ქურდაძე.
მისივე თქმით, ჯერ მხოლოდ ერთი მეგობარი შეარჩიეს. ბრენდის 300 წლის იუბილეზე ნინო შიუკაშვილი მიდის. ღონისძიებაზე დასასწრები საგზური, მან, სპეციალურ კონკურსში მონაწილეობით მოიპოვა.
„წლევანდელ კამპანიაზე მუშაობისას, რთული ამოცანის წინაშე ვიდექით, უნდა მოგვეფიქრებინა დაბადების დღის მოსაწვევების გათამაშების ისეთი მექანიზმი, რომელიც ყველას თანაბარ შანს მისცემდა. ამასთან, გამარჯვებულს ექნებოდა იმ თვისებებიდან ერთ-ერთი, რომელიც ბრენდს ახასიათებს. ამიტომ, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველგან, სადაც „ბავარიაა “უნდა ვიყოთ განსაკუთრებულად ყურადღებით, რადგან ვინ იცის, იქნებ შემდეგი გამარჯვებული სწორედ თქვენ იყოთ. ჯერ მხოლოდ ერთი მეგობარი შევარჩიეთ, რომელიც ყველაზე მეგობრულია. დაბადების დღეზე ნინო შიუკაშვილი მოდის“.
საკომუნიკაციო კამპანიაზე სააგენტო watergunz მუშაობს.
„დაბადების დღის აღნიშვნა ამსტერდამში არის დაგეგმილი, 120 ქვეყნიდან, სადაც „ბავარია“ არის წარმოდგენილი ელოდებიან თავიანთ ძვირფას სტუმრებს. ეს იქნება ერთ-ერთი დაუვიწყარი 3 დღე სტუმრებისათვის, ამ ღონისძიებისთვის კომპანიამ მზადება 2 წლის წინ დაიწყო. ჯერჯერობით, დეტალების გამოაშკარავება არ შეგვიძლია, თუმცა თამამად ვიტყვით, რომ ეს იქნება სანახაობრივად გამორჩეული და დაუვიწყარი დღეები ყველა ადამიანისათვის. ვინც შეძლებს ღონისძიებაზე დასწრებას“.
გარდა ამ კამპანიისა, საქართველოში დაგეგმილია რამდენიმე ღონისძიება ბრენდის საიუბილეო დღესასწაულთან დაკავშირებით, სადაც, კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ასევე გათამაშდება საგზურები.
„ ლუდი „ბავარია“ ნომერ პირველი ლიცენზირებული ლუდია. ის ყოველწლიურად ცდილობს, რომ თავის მომხმარებელს განსაკუთრებული და განსხვავებული კამპანია შესთავაზოს. „ბავარიას“ გაყიდვები ყოველწლიურად იზრდება, მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ მზარდია. ლუდის მოყვარულები აფასებს „ბავარიას“ ხარისხს და მის ერთგულ მომხმარებლად რჩებიან“.
Credits:
Agency – watergunz
Client – Bavaria Georgia
Production Company – Enkeny Films
Creative Director – Bacho Meburishvili
Creative Team – Toy Rua Toidze, Vano Kuparadze
Art Directors – Tornike Chokheli
CG Artist – Akaki Kapanadze
Project Manager – Nini Dvalishvili
Director/DoP – Tornike Shengelia
Camera Crew – Misha Labauri,Nika Tabukashvili, Giorgi Kapanadze
Producer – Sopho Orjonikidze
Production Coordinator – Mariam Khidirbegishvili
Props Designer – Tornike Chokheli
Production Sound Mixer – Bacho Gvetadze
Casting – Endling_official
Color Correction – Levan Amashukeli
Sound Editor – Bacho Gvetadze
[R]












