ჰოლანდიური ბრენდი „ბავარია“ და ქართული ლუდის კომპანია „ზედაზენი“ თანამშრომლობას 10 წლით ახანგრძლივებენ. ახალი კონტრაქტით, რომელსაც ხელი 2018 წლის დეკემბრის დასაწყისში მოეწერა, „ზედაზენს” რეგიონში „ბავარიას“ ექსკლუზიური წარმოების უფლება 2026 წლამდე გაუგრძელდა. როგორც „ზედაზენის“ მაკრეტინგის სამსახურის უფროსი – შალვა ჩოჩელი აღნიშნავს, „ის ფაქტი, რომ საერთაშორისო ბრენდმა „ბავარიამ“ კონტრაქტი ექსკლუზიურად „ზედაზენთან“ 10 წლიით გაახანგრძლივა, ადასტურებს, რომ ჩვენი საწარმო საშუალებები გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ მოსახლეობას შევთავაზოთ ევროპული ხარისხის ლუდი“.

„ზედაზენის“ ცნობით, 2019 წელი განსაკუთრებული იქნება „ბავარიას“ ერთგული მომხარებლებისათვის, რადგან ბრენდი 300 წლის ხდება. იუბილეს აღსანიშნავად, საქართველო, როგორც „ბავარიის“ დიდი ოჯახის ნაწილი, განსაკუთრებულად ემზადება და მომხარებელს ბევრ სიახლესა და სიურპრიზს ჰპირდება.
„ზედაზენის“ ცნობით, „ბავარიის” მეშვიდე თაობის წარმომადგენელი პიერ სვინკელსი, რომელიც ამავდროულად, კომპანიის კომერციული დირექტორია, დარწმუნებულია, რომ „ზედაზენთან“ პარტნიორობის პერიოდში, საქართველოს ლუდის წარმოების სექტორში მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევაა შესაძლებელი. „სწორედ ამიტომ ჩვენი არჩევანი პარტნორის შერჩევისას რეგიონში სწორედ „ზედაზენზე“ შეჩერდა, როგორც ყველაზე სტრატეგიულ პარტნიორზე“, – აღნიშნავს სვინკელსი.
[R]











