4
Aug
2016

11 წლის ბავშვები BMW–ს ახალი ავტომობილის საჭესთან

4 Aug 2016

Elit Electronics
Elit Electronics


სამხრეთ კორეაში 11 წლის ბავშვები შენიშნეს საჭესთან. თუმცა, არაფერია საგანგაშო. ეს BMW–ს კამპანიაა, რომელიც ბავშვების ოცნების ასრულებას ისახავს მიზნად.

 

ბავშვებს, განსაკუთრებით ბიჭებს, სიგიჟემდე უყვართ მანქანები. კოლექციონერებივით აგროვებენ სხვადასხვა მოდელებს, თამაშობენ და სწავლობენ. ზოგმა გაცილებით მეტი იცის, ვიდრე უფროსმა. კითხვაზე: “ვინ გინდა გამოხვიდე, რომ გაიზრდები?” პასუხი ყოველთვის მზად აქვთ: “მძღოლი”, “მრბოლელი” და ა.შ. ერთადერთი, რაც ახალ განსაკუთრებულ სათამაშოზე მეტად გაახარებთ, მანქანის მართვაა, მაგრამ კარგად იციან, რომ სრულწლოვანებამდე ამაზე ოცნებაც არ ღირს.

BMW–მ გადაწყვიტა ამ მხიარული ბავშვების ოცნების ასრულება დაეჩქარებინა. შეარჩიეს ბავშვები და მიიყვანეს ცენტრში, სადაც სულ ახალი მოდელი დაახვედრეს და მათთვის ყველაზე ჯადოსნური სიტყვები უთხრეს: “შეგიძლია გაატარო”. კომპანიის წარმომადგენლება ბავშვები მანქანაში ჩასვეს, ჩაუტარეს ინსტრუქტაჟი, რის შემდეგაც პატარებმა მანქანა დაძრეს. სპეციალური მიკროფონის საშუალებით, მათ კომპანიის წარმომადგენლები კარნახობდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ, სად მოეხვიათ, როდის შეენელებინათ ან აეჩქარებინათ. მათ ბედნიერებასა და ეიფორიას საზღვარი არ ჰქონდა.

თუ ფიქრობთ, რომ ეს უპასუხისმგებლობაა, ძალიან ცდებით. BMW-ს ყველაფერი კონტროლქვეშ ქონდა. მანქანაზე გვერდიდან, ისე, რომ ბავშვებს ვერ შეემჩნიათ, მიმაგრებული იყო სპეციალური სამართავი აპარატი, რომელსაც პროფესიონალი მძღოლი მართავდა. რეალურად, სწორედ ის აკონტროლებდა მანქანას.

განხილვა