18
Oct
2016

რა შეიძლება მოხდეს სახლში, როდესაც ბავშვებს სრულიად უცხო ძიძასთან ტოვებთ?!

18 Oct 2016

Elit Electronics


ძვირფასო მშობლებო, სანამ თქვენ რომანტიულ ვახშამზე რესტორანში ბრძანდებოდით, ბავშვებმა, რომლებიც ინტერნეტში ნაპოვნ “კვალიფიციურ” ძიძას დაუტოვეთ, თქვენი ახალი, კრედიტით შეძენილი სუპერთანამედროვე სახლი შესაძლოა თავდაყირა დააყენონ. იმისთვის, რომ მსგავსი შედეგები თავიდან აიცილოთ, სახლის უსაფრთხოების სისტემის კომპანია Canary–ს არაჩვეულებრივი შემოთავაზება აქვს.

 

დააყენეთ Canary–ს კამერები და მშვიდად იყავით მაშინაც კი, როდესაც გასული ხართ და ბავშვები უცხო ძიძასთან მარტო გყავთ დატოვებული. ახალი სისტემით თავიდან აიცილებთ სახლში უცხო ადამიანების შემოსვლას, არც თქვენი პატარა გოგონები მოიფიქრებენ ჭურჭლის სარეცხი საშუალებით კატის დაბანას. რაც მთავარია, თქვენი უმცროსი ბიჭი თქვენს საყვარელ ვინტაჟურ მანქანაზე არ დაჯდება და არ გადაწყვეტს, რომ დროა, ტარება ისწავლოს. თქვენი ძაღლიც მშვიდად იქნება და პიცის გულისთვის სახლში ხანძარს არ გააჩენს, “კვალიფიციური” ძიძის შეყვარებულის მეგობრები კი თქვენს ძვირფასეულობას არ მოიპარავენ.

როგორც ხედავთ, ასეთმა უპირობო ნდობამ შესაძლოა ძალიან ცუდ შედეგამდე მიგიყვანოთ, ამიტომ იყავით ყოველთვის წინდახედული და ისარგებლეთ დაცვის მარტივი სისტემით. აკონტროლეთ დისტანციურად ნებისმიერ ოთახში მიმდინარე მოვლენები და იყავით მშვიდად.

განხილვა