3
Jul
2017

ბავშვების მიერ მოყოლილი არასაბავშვო ზღაპრები! – Youth Ambassadors-ის კამპანია

3 Jul 2017

Youth Ambassadors-მა თავისი ახალი კამპანიის ფარგლებში უცნაური ზღაპრები შემოგვთავაზა, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ ბავშვების მიერ არის დაწერილი თუ მოყოლილი, რეალურად სულაც არ არის საბავშვო. კამპანია იმ საკმაოდ რთულ რეალობას ეხება, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ბევრ მცირეწლოვანს მხიარულ ბავშვობას ართმევს. მთავარი პრობლემა სიღარიბე და გამოუვალი მდგომარეობაა, რასაც ხშირად კრიმინალი და ბოლოს რთული სასჯელი მოსდევს, ამ ყველაფრის ყველაზე დაუცველი მსხვერპლი კი ისევ ბავშვი ხდება. სააგენტო VML-ის მიერ შექმნილი პოსტერები, ბავშვების იმ ისტორიებს გადმოსცემენ, რომლებიც მათი ოჯახის წევრებს ეხებათ, ზღაპრის ფორმით წარმოდგენილი Welcome to My Neighborhood, სინამდვილეში, არა ძილის წინ საკითხავი თბილი ისტორია, არამედ სასტიკი რეალობაა, რომელიც ღამის კოშმარს უფრო ჰგავს. წამოწყების მთავარი მიზანი, საზოგადოებაში ამ პრობლემის მიმართ ცნობიერებისა და თანადგომის ამაღლებაა.

 

განხილვა