28
Jul
2016

რა ხდება, როდესაც სარეკლამო კამპანიის რეჟისორები, სცენარის ავტორები და ილუსტრატორები ბავშვები არიან?!

28 Jul 2016



იმისთვის, რომ არდადეგების შემდეგ, სკოლაში დაბრუნება უფრო სახალისო და საინტერესო იყოს, საბავშვო ტანსაცმლის მაღაზია  Cat & Jack–მა კოპირაითერ რუ კიამბრიელოსთან ერთად, წამოიწყო კამპანია, რომლის ავტორები და შემქმნელები თავად ბავშვები არიან.

 

 

თავდაპირველად, კამპანიისთვის საჭირო იყო სცენარის დაწერა. მონაწილეობა 100-ზე მეტმა ბავშვმა მიიღო, თუმცა, მათგან მხოლოდ 7 ნამუშევარი შეირჩა. შემდეგი ეტაპი ვიდეორგოლების გადაღება იყო. ამ კამპანიის განსაკუთრებულობაც სწორედ აქ იკვეთება, რადგან აქამდე არასდროს ყოფილა 13 წლის გოგონა რეჟისორი, არც 11 წლის ბიჭი გვინახავს ილუსტრატორად, 15 წლის ოპერატორი ხომ, საერთოდ, წარმოუდგენელია.

ამ საოცარი კამპანიის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებმა ყველაფერი თავიანთი წარმოსახვით შექმნეს, გადასაღები მოედნით დაწყებული, მისი გაფორმებითა და სიმღერით დამთავრებული.

 

 

ვიდეორგოლები, რომლებიც სკოლის პირველი დღის დადებით მხარეებს უშუალოდ ბავშვების პირით მოგვითხრობენ, ნამდვილად ძალიან შთამბეჭდავია. მათში იმხელა შემოქმედებითობა, წარმოსახვის უნარი და კრეატიულობა იგრძნობა, რომ სერიოზულ სარეკლამო სააგენტოებსაც კი შეშურდებათ.

განხილვა