in

როგორია Disney+-ისა და Netflix-ის გეგმები ბავშვებისთვის განკუთვნილი რეკლამებისთვის?

სარეკლამო საზოგადოებას ძალიან აინტერესებს, როგორი ტიპის რეკლამებს დანერგავენ Netflix და Disney+. ცხადია, მათ მოუწევთ, COPPA-ს (ბავშვთა ონლაინ კონფიდენციალურობის დაცვის აქტი) დაემორჩილონ. ეს უკანასკნელი სერიოზულ შეზღუდვებს აწესებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მონაცემების შეგროვება შეუძლიათ კომპანიებს 13 წლამდე ასაკის ბავშვებისგან და როგორ შეიძლება ამ მონაცემების რეკლამებისთვის გამოყენება.

უნდა აღინიშნოს, რომ Netflix და Disney+ COPPA-სთან თანამშრომლობას ერთნაირად არ განიხილავენ. აქ დისნეის ისტორიაა გასათვალისწინებელი — მისი რეკლამის მხარდაჭერილი ციფრული და ხაზოვანი თვისებები COPPA-ს ნაწილია 2000 წელს მიღებული კანონის შემდეგ. საბავშვო კონტენტი თავიდანვე კომპანიის ბიზნესის და კორპორატიული იდენტობის მთავარი შემადგენელი იყო. გარდა ამისა, მას გაყიდვების გუნდი და ტექნიკური ჯგუფი ჰყავს.

მართალია, Netflix-ისთვის ბავშვებისთვის განკუთვნილი კონტენტი არ არის ძირითადი ბიზნესი, მაგრამ ის ძალზე მნიშვნელოვანია კომპანიისთვის. ნეტფლიქსმა Microsoft-თან ტექნიკურ პარტნიორობასაც მიაღწია, სარეკლამო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისთვის.

დისნეის დადასტურებული მიდგომა კონტენტის სპონსორობის მიმართ

როდესაც ხაზოვანი აუდიტორია იკლებს, დისნეი Disney+ სერვისს აღიქვამს, როგორც კომპანიის გადასვლას კონტენტის მოხმარების ახალ სამყაროში. მან ბევრ საერთაშორისო ბაზარზე დახურა თავისი ხაზოვანი არხები, რათა Disney+-ზე ფოკუსირებულიყო. შედეგად, ბრენდი ახალ სერვისს ეძებს, რათა დაკარგული შემოსავალი აანაზღაუროს. რეკლამით მხარდაჭერილი კონტენტი კი დიდ როლს შეასრულებს მთლიანი შემოსავლის სტრატეგიაში. თავის მხრივ, კომბინაცია გარკვეულ ზეწოლასაც შეამსუბუქებს, რაც კომპანიას COPPA-ს შეზღუდვების გათვალისწინების საშუალებასაც მისცემს.

დისნეის არხის პროგრამირების უმეტესობა ტრადიციული რეკლამებითაა დაფინანსებული. ამიტომაც, სავსებით შესაძლებელია, რომ Disney+-მა თავისი სპონსორობის მოდელის გამოყენება საბავშვო კონტენტისთვისაც შეძლოს.

ზოგადად, Disney+ იფიქრებს თავისი მემკვიდრეობითი ბიზნესის მიბაძვაზე, სადაც ხელმოწერები ცვლის ტარიფებს, რეკლამის შემოსავლის დიდი უმრავლესობა მოდის ზრდასრულთა კონტენტზე, ხოლო საბავშვო პროგრამებს აქვს ძალიან მცირე სარეკლამო დატვირთვა, რომელიც ძირითადად დაფინანსებულია.

Netflix-ის მიდგომა ბავშვებისა და ოჯახებისთვის კონტენტთან დაკავშირებით სრულიად განსხვავებულია — ის „ბავშვებისა და ოჯახის“ ხაზზეა კონცენტრირებულია. დისნეისაგან განსხვავებით, Netflix-ს არ აქვს მემკვიდრეობითი შემოსავლის ნაკადი შესანარჩუნებლად, მაგრამ შეიძლება იმავე დასკვნამდე მივიდეს: სარეკლამო სტრატეგია, რომელიც ფოკუსირებულია სპონსორობის მოდელზე და არა წინასწარ გადაღებებზე.

Netflix-ს უზარმაზარი ბიბლიოთეკა აქვს ზოგადი გართობის კატეგორიაში, ამიტომ ლოგიკურია, რომ ის და მაიკროსოფტი მოზარდთა აუდიტორიაზე ფოკუსირდებიან — ანუ კატეგორიაზე, სადაც COPPA-ს რეგულაციების გათვალისწინება არ მოუწევთ. უბრალოდ მათაც უწევთ ისეთი ტექნიკური საკითხების გათვალისწინება… მაგალითად, სად ჩასვან კომერციული ჭრები, ვიდეოს თავში, შუაში თუ ბოლოში; ან, როგორც დააკავშირონ ბრენდის უსაფრთხო კონტენტი შესაბამის რეკლამებთან.

„ბავშვებისა და ოჯახის“ პერსპექტივიდან, Netflix ეყრდნობა კატეგორიას, როგორც აბონენტების შენარჩუნების ხელსაწყოს, ამიტომ ამ კონტენტის მონეტიზაციის საჭიროება შეზღუდულია. შედეგად, შესაძლოა, კომპანიამ ახლო მომავალში უარი თქვას ამ კატეგორიის მონეტიზაციაზე. თუ ეს ასე მოხდება, იგი მაიკროსოფტის გაყიდვების ძალას დაეყრდნობა — მორგებული სარეკლამო ერთეულებისა და დისნეის მსგავსი ინტეგრაციების გაყიდვისთვის.

Nike „გრინჩის ფეხსაცმელებს“ უშვებს

Audi-ს activesphere კონცეპტი Off-Road-ის სტილში