წარმოუდგენელია, რა საოცრებების გაკეთება შეუძლიათ ბავშვებს მათი კეთილი ბუნებით. ზუსტად თბილი საქციელით გვაკვირვებს ორგანიზაცია SOS Children’s Villages-ის სარეკლამო ვიდეორგოლის მთავარი გმირი პატარა ბიჭი. სკოლაში ყოველდღე ცარიელი საუზმის ყუთით მიდის და მოშიებული სხვებს შეჰყურებს, მიუხედავად ყველაფრისა, პრობლემას არ იმჩნევს. ბავშვის მდგომარეობით ჯერ მასწავლებელი ინტერესდება, ხოლო შემდეგ დედა, რომელიც ყოველ დილით გულმოდგინედ უმზადებდა შვილს სკოლაში წასაღებ საუზმეს. მიზეზი კი, რის გამოც ყუთიდან საჭმელი ქრებოდა, ძალიან გულისამაჩუყებელი აღმოჩნდა. სხვისი დახმარება და გაბედნიერება ყოველთვის დიდი სიხარულის მომტანია ხოლმე, განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის.












