პატარა, მეოცნებე ბავშვის თვალით დანახული სამყარო ყოველთვის გაცილებით უფრო საინტერესო და ლამაზია. ეს სწორედ ის ფაქტია, რაც IKEA-ს თავისი ახალი სარეკლამო ვიდეორგოლისთვის სჭირდებოდა, რომელიც ბრენდმა, სპეციალურად კანადისთვის, სააგენტო Rethink-ის დახმარებით შექმნა. 90 წამიან ვიდეოს ლუი არმსტრონგის ცნობილი სიმღერის It’s a Wonderful World არაჩვეულებრივი ტექსტი აფორმებს, რომელსაც ვიდეოს გმირი პატარა გოგონა მის გარშემო სამყაროს მშვენივრად არგებს. გარდა ლამაზი ტექსტისა და საყვარელი გოგონასი, ახალ ვიდეორგოლს ეფექტურს ის ფაქტიც ხდის, რომ მასში ისეთი მნიშვნელოვანი ადამიანური ფაქტორებია გაერთიანებული, როგორიც ოჯახი, მეგობრობა, სიყვარული, ერთიანობა, ყურადღება, მზრუნველობა და რაც მთავარია, თავისუფალი, შეუზღუდავი ურთიერთობებია.
https://www.youtube.com/watch?v=KWTnLRZCs5c