ალბათ, ამ სარეკლამო კამპანიის შემქმნელებს არასდროს ავიწყდებათ, რომ ბავშვობიდან მოდიან და გადაწყვიტეს ჩვენთვისაც შეეხსენებინათ ეს ფაქტი.
მაკდონალდსმა და სარეკლამო სააგენტომ Fahrenheit DDB-მ, პერუში ყველა მაკდონალდსში შემსვლელი ბავშვობაში დააბრუნეს. როგორ? გახსოვთ შეგრძნება, როდესაც მაღაზიაში რაიმეს ყიდულობდით, დახლს ვერ წვდებოდით და ფეხის წვერებზე დგებოდით, რომ დაგენახათ რა ხდებოდა დახლთან? ზუსტად ამ შეგრძნების აღდგენა მაკდონალდსში იყო შესაძლებელი.
ის სარეკლამო კამპანია, რომელიც ჩვენს ემოციებზე მოქმედებს ყველაზე დიდი ხნის მანძილზე გვამახსოვრდება, შესაბამისად – პროდუქტიც ან ის ბრენდიც, რომელსაც რეკლამა ეკუთვნის. მაგრამ, როდესაც რეკლამა პირდაპირ ჩვენს ბავშვობის შეგრძნებებს გვახსენებს ყველაზე ეფექტური და ხანგრძლივი მოქმედების “ბომბი” ხდება. მომხმარებელს და ყველა მნახველს ნამდვილად დაამახსოვრდება და დიდი ხანი ილაპარაკებს.
ნახეთ და თქვენს გაიხსენეთ: “ჩვენ ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ”