სახლისთვის განათება უმნიშვნელოვანესია, ამიტომ, ხშირად მრავალი ფორმითა და ფერით გვხვდება. განათებას სიმშვიდის, სითბოს, სიცივის, მინიმალიზმისა და ექსტრავაგანტურობის გადმოცემა შეუძლია. ხოლო ის, თუ რომელს ავირჩევთ, ამას ჩვენი გემოვნება და პიროვნულობა განაპირობებს.
ახლა კი, თუ განათების ამ ახალ კონცეფციას დააკვირდებით, ბავშვობის ერთი მოგონება ამოგიტივტივდებათ — ალბათ, პლასტმასის წრის ფორმებიდან ბუშტები ყველას გაგიბერავთ, რომელზეც ცისარტყელას ფერები არაერთხელ არეკლილა. დიახ, Air-Shape კონცეფციის დიზაინი სწორედ ამ ემოციების გადმოცემას ისახავს მიზნად. თითქოს ეს ბუშტი დროში გაყინულია და წინააღმდეგობას ჰაერის ნაკადს უწევს.
ამ იდეის განსახორციელებლად მინა შესანიშნავი საშუალება იყო. გარდამავალი ფერების მქონე მასალა ბუშტის ზედაპირის პრიზმულ თვისებებსაც წარმოაჩენს. ლითონის ბეჭდის ფორმა კი არა მხოლოდ კონცეფციის სრულყოფისთვის არის შექმნილი, არამედ მას რეალური განათებაც აქვს, რათა ოთახში შესაბამისი განწყობა შექმნას.
Air-Shape ნათურის დაკიდება სხვადასხვა გზითაც შეგიძლიათ, იქნება ეს კედელზე მიმაგრება თუ ჩამოკიდება.