27
Sep
2016

“ძლიერი ვარ! უბრალოდ, დამიჯერე!” – ბრიტანული ბავშვთა სახლის ემოციური კამპანია

27 Sep 2016

Elit Electronics


ნებისმიერი ადამიანის წარმატება ჯერ კიდევ ბავშვობიდან იწყება. პირველი ნაბიჯი ყოველთვის საკუთარი თავის რწმენაა ხოლმე, მაგრამ იმისთვის, რომ ეს რწმენა გაჩნდეს, ჯერ მშობლებმა და საზოგადოებამ უნდა დაიჯეროს, დაინახოს ბავშვის შესაძლებლობები. ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია Barnado მთელი ძალებით ცდილობს დაიცვას ბავშვთა უფლებები. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით, ორგანიზაციამ გადაიღო ემოციური ვიდეორგოლი მიუსაფარ ბავშვებზე, რომლებსაც უბრალოდ რწმენა სჭირდებათ იმისთვის, რომ საკუთარი უკეთესი მომავალი შექმნან.

 

ეს ბავშვები არიან ნიჭიერები, ლამაზები, ჭკვიანები და მაინც, მათზე მშობლები უარს ამბობენ. მიუხედავად ამისა, ისინი არაფრით ჩამორჩებიან სხვა ბავშვებს. გვერდში დგომა ერთადერთია, რაც მათ საზოგადოებისგან სჭირდებათ. 

ნებისმიერი ადამიანის ვალია, მომავალ თაობაზე და მათი სრული პოტენციალის გამოვლენაზე ზრუნვა. მათ გაცილებით მეტი შეუძლიათ. მათ სამყარო შეიძლება უკეთესად აქციონ საკუთარი შესაძლებლობებით. ამისთვის კი, უპირველესად, საკუთარი თავის რწმენაა საჭირო.

განხილვა