17
მარ
2017

ჩვენ, როგორც ბავშვზე ფიზიკური ძალადობის უშუალო “თანამზრახველები” – კამპანია ბავშვთა უფლებების დასაცავად

17 მარ 2017

სტატისტიკურად, გერმანიაში ყოველი ათი ბავშვიდან ერთი ოჯახში ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია. გავლენა, რომელიც მათზე უხეშ მოპყრობას აქვს, როგორც წესი რთულად გამოსასწორებელია ხოლმე. სწორედ ამ კუთხით გადაწყვიტა ემუშავა ორგანიზაცია Nummer gegen Kummer–მა, რომელიც გერმანიაში ბავშვთა უფლებებს იცავს და ზრუნავს მათზე. ორგანიზაციამ შექმნა მოკლე ფილმი ერთ კონკრეტულ ოჯახზე, სადაც ის, თუ როგორ მოექცევიან ბავშვს, უშუალოდ მაყურებელზეა დამოკიდებული. თანამედროვე ტექნოლოგიის საშუალებით, ფილმი ინტერაქტიულია, სმარტფონის სენსორზე თითის დაჭერით მაყურებელს თავად შეაქვს მოქმედება ოჯახში. რაც უფრო დიდი ხნის განმავლობაში გვაქვს ეკრანზე თითი მოთავსებული, მით უფრო იძაბება მდგომარეობა, საბოლოოდ კი უშუალოდ ვხდებით ძალადობის “თანამზრახველები”. კამპანიისა და ფილმის მიზანია, თითოეულ ადამიანს განაცდევინოს ბავშვზე ძალადობის სირთულე, საშინელება და ამით შეამსუბუქოს სტატისტიკური მაჩვენებელი.

BOG PLUS

 

განხილვა