ამერიკისთვის წლის ერთ–ერთი მთავარი სპორტული მოვლენა სუპერ–ბოული მღელვარების კულმინაციას აღწევს, სარეკლამო ვიდეორგოლების რაოდენობა და ხარისხი კი რეკორდებს ხსნის. უკვე არაერთი ძალიან კარგი რგოლი ვნახეთ ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით, მაგრამ ნაციონალური საფეხბურთო ლიგის (NFL) მიერ მომზადებული ვიდეო ნამდვილად განსაკუთრებულია. NFL–მა პატარა ბავშვები ამერიკული ფეხბურთის ნამდვილ ვარსკვლავებს დაამსგავსა და Chicago–ს სიმღერის, “You’re The Inspiration”, თანხლებით ლეგენდარული სპორტსმენები კიდევ ერთხელ გაგავახსენა. Mike Ditka, Joe Namath, Bill Belichick, Von Miller – ეს ის ადამიანები არიან, რომლებსაც ამერიკული ფეხბურთის მოყვარულები არაჩვეულებრივად იცნობენ, NFL–ის ძალიან საყვარელი ვიდეორგოლის ნახვის შემდეგ კი კიდევ ერთხელ გაიხსენებენ იმ ვარსკვლავებს, რომლებმაც ამერიკულ ფეხბურთს დაუვიწყარი მომენტები აჩუქეს.












